ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნიკოლოზ მეტრეველი: როცა საფრანგეთში არასრულწლოვანი აქციის დროს ხელს კარგავს, ევროპულ ინსტიტუტებს გაცილებით მეტი საფუძველი აქვთ წევრი სახელმწიფოების პრობლემებით დაინტერესდნენ, ვიდრე საქართველოსთვის მორიგი პოლიტიკური განაჩენის გამოტანით

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმიანება საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და აკრიტიკებს ევროპულ ინსტიტუტებს საქართველოს მიმართ კრიტიკის გამო, მაშინ როცა საკუთარ წევრ სახელმწიფოებში არსებულ პრობლემებზე სათანადო რეაგირება არ ხდება.

ნიკოლოზ მეტრეველი: როცა საფრანგეთში არასრულწლოვანი აქციის დროს ხელს კარგავს, ევროპულ ინსტიტუტებს გაცილებით მეტი საფუძველი აქვთ წევრი სახელმწიფოების პრობლემებით დაინტერესდნენ, ვიდრე საქართველოსთვის მორიგი პოლიტიკური განაჩენის გამოტანით
ნიკოლოზ მეტრეველი: როცა საფრანგეთში არასრულწლოვანი აქციის დროს ხელს კარგავს, ევროპულ ინსტიტუტებს გაცილებით მეტი საფუძველი აქვთ წევრი სახელმწიფოების პრობლემებით დაინტერესდნენ, ვიდრე საქართველოსთვის მორიგი პოლიტიკური განაჩენის გამოტანითრუსთავი 2

საფრანგეთში საპროტესტო ტალღა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური ყუმბარის აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდმა ხელი დაკარგა. ასობით დაშავებული, ათასობით დაკავებული და ძალადობის უმძიმესი კადრები, ასეთია ვითარება ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოში, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, როდესაც საფრანგეთში არასრულწლოვანი საპროტესტო აქციის დროს ხელს კარგავს, ევროპულ ინსტიტუტებს გაცილებით მეტი საფუძველი აქვთ, საკუთარი წევრი სახელმწიფოების პრობლემებით დაინტერესდნენ, ვიდრე საქართველოსთვის მორიგი პოლიტიკური განაჩენის გამოტანით.

"საფრანგეთში საპროტესტო ტალღა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური ყუმბარის აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდმა ხელი დაკარგა. ასობით დაშავებული, ათასობით დაკავებული და ძალადობის უმძიმესი კადრები, ასეთია ვითარება ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოში.

და ამ დროს რას აკეთებენ უსაქმური, პოლიტიკურად იმპოტენტი ევროპარლამენტარები?!

ისევ საქართველოს დემოკრატიის ხარისხზე მსჯელობენ, ისევ მორალს გვიკითხავენ და ისევ ცდილობენ, ჩვენს ქვეყანას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიონ თავს.

რა მორალური უფლება აქვთ სხვებისთვის დემოკრატიის გაკვეთილების ჩატარების იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც საკუთარ ევროპულ ოჯახში არსებულ უმძიმეს პრობლემებზე სათანადო პასუხს ვერ პოულობენ?!

როდესაც საფრანგეთში არასრულწლოვანი საპროტესტო აქციის დროს ხელს კარგავს, ევროპულ ინსტიტუტებს გაცილებით მეტი საფუძველი აქვთ, საკუთარი წევრი სახელმწიფოების პრობლემებით დაინტერესდნენ, ვიდრე საქართველოსთვის მორიგი პოლიტიკური განაჩენის გამოტანით.

და კიდევ ერთხელ, სრულიად პირდაპირ ვსვამ კითხვას: გვინდა კი ასეთი ევროკავშირი? ევროკავშირი, სადაც სხვებისთვის მორალის კითხვა გაცილებით ადვილია, ვიდრე საკუთარ სახლში წესრიგის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვა?!" - წერს მეტრეველი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საფრანგეთში საპროტესტო ტალღა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური ყუმბარის აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდმა ხელი დაკარგა. ასობით დაშავებული, ათასობით დაკავებული და ძალადობის უმძიმესი კადრები, ასეთია ვითარება ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოში. და ამ დროს რას აკეთებენ უსაქმური, პოლიტიკურად იმპოტენტი ევროპარლამენტარები?! ისევ საქართველოს დემოკრატიის ხარისხზე მსჯელობენ, ისევ მორალს გვიკითხავენ და ისევ ცდილობენ, ჩვენს ქვეყანას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიონ თავს. რა მორალური უფლება აქვთ სხვებისთვის დემოკრატიის გაკვეთილების ჩატარების იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც საკუთარ ევროპულ ოჯახში არსებულ უმძიმეს პრობლემებზე სათანადო პასუხს ვერ პოულობენ?! როდესაც საფრანგეთში არასრულწლოვანი საპროტესტო აქციის დროს ხელს კარგავს, ევროპულ ინსტიტუტებს გაცილებით მეტი საფუძველი აქვთ, საკუთარი წევრი სახელმწიფოების პრობლემებით დაინტერესდნენ, ვიდრე საქართველოსთვის მორიგი პოლიტიკური განაჩენის გამოტანით. და კიდევ ერთხელ, სრულიად პირდაპირ ვსვამ კითხვას: გვინდა კი ასეთი ევროკავშირი? ევროკავშირი, სადაც სხვებისთვის მორალის კითხვა გაცილებით ადვილია, ვიდრე საკუთარ სახლში წესრიგის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვა?!“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.