,, ამ ქვეყნის ხალხის მტრებს თითსაც მივაჭერ და სხვა რამესაც” – ალუდა ღუდუშაური
ქართული ოცნების დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი გახარიას პარტიის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ხმის მიცემის ფაქტი ტექნიკური შეცდომით ახსნა და ოპონენტების კრიტიკას უპასუხა.

“ტექნიკური შეცდომით” ხსნის “ქართული ოცნების” დეპუტატი, 15 კოლეგასთან ერთად გიორგი გახარიას პარტიის მიერ მომხზადებულ კანონპროექტზე ხმის მიცემის ფაქტს.
დეპუტატმა იმ ადამიანებს, რომლებიც უჩვეულო ფაქტს ბოლო რამდენიმე საათია აქტიურად განიხილავენ “ამჩადებულებიც” კი უწოდა.
სანამ საკითხი კენჭისყრაზე გამოვიდოდა, ჩემი მკაფიო პოზიცია ნახეთ. კენჭისყრისას, წამის მეასედში მოხდა ეს ტექნიკური შეცდომა და ამის შემდეგ დარბიან – ასეთი ამჩატებული, ამსუბუქებული, რამ გადარია ეს ხალხი? რა უბედურებაა? მართლაც გულდასაწყვეტია, რომ ოპონენტებს ამ ტექნიკური საკითხის გარდა დღის წესრიგში სხვა ვერაფერი შემოაქვთ. გამოდის, რომ ყველაფერი კარგად ყოფილა, რაც ჩემთვის სამწუხარო მოცემულობაა, რადგან ქვეყანაში ჯანსაღი ოპონირება უნდა იყოს”. – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
კითხვაზე, მიაჭირა თუ არა ხელი მწვანე ღილაკს, რითაც კანონპროექტზე მხარდაჭერა დააფიქსირა, ღუდუშაურმა უპასუხა: “ამ ქვეყნის ხალხის მტრებს თითსაც მივაჭერ და სხვა რამესაც”.
აქციებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას ,,ოცნების” დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ამ ქვეყნის ხალხის მტრებს თითსაც მივაჭერ და სხვა რამესაც“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…