ვარკეთილში ავარია მსხვერპლით დასრულდა - ახალგაზრდა ქალს სატვირთო შეეჯახა
ვარკეთილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, რომელსაც სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ვარკეთილში, ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ახალგაზრდა ქალს შეეჯახა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.