რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი დაიღუპა
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის „ახმატის“ მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა აპტი ალაუდინოვმა დაადასტურა.

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ანტონ გრუნისის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის „ახმატის“ მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა აპტი ალაუდინოვმა დაადასტურა.
როგორც რუსული მედია წერს, გრუნისის მეთაურობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მებრძოლებმა კონსტანტინოვკა „გაათავისუფლეს“.
მედიის ცნობით, ანტონ გრუნისს 2026 წლის 28 აგვისტოს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…