ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოში დიზელის ფასი 5 ლარს გადასცდა, გაძვირდა ბენზინიც

საქართველოს ეროვნული ბანკიქართული ოცნება

საქართველოში დიზელის ფასმა 5-ლარიანი ნიშნული გადალახა, რაც აბსოლუტური რეკორდია. ბოლო ერთ წელიწადში ბენზინი 35%-ით, ხოლო დიზელი 65%-ით გაძვირდა. საწვავის ძვირი ღირებულება უარყოფითად აისახება ტრანსპორტირებაზე, მიწის დამუშავების ხარჯებსა და სურსათის ფასებზე. ფასების ზრდას განაპირობებს ნავთობის გადამუშავების ღირებულება, ლარის გაუფასურება, აქციზის ზრდა და ევროსტანდარტებზე გადასვლა.

საქართველოში დიზელის ფასი 5 ლარს გადასცდა, გაძვირდა ბენზინიც
საქართველოში დიზელის ფასი 5 ლარს გადასცდა, გაძვირდა ბენზინიცნეტგაზეთი

საქართველოში დიზელის ფასმა 5-ლარიანი ნიშნული გადალახა. ქართულ რეალობაში ეს მაჩვენებელი აბსოლუტური რეკორდია. ბოლო 1 წელიწადში ბენზინი 35%-ით და დიზელი 65%-ითაა გაძვირებული. უფრო კონკრეტულად ბოლო ერთ წელიწადში ლიტრი ბენზინი საშუალოდ ₾1.15-ით და ლიტრი დიზელი ₾1.95-ით გაძვირდა.

რა მასშტაბისაა გაძვირება და როგორ აისახება ის სხვა ხარჯებზე? თბილისიდან ბათუმამდე დაახლოებით 360 კმ-ია. თუ ავიღებთ სედანს, რომელიც 100 კმ-ზე საშუალოდ 7 ლიტრ ბენზინს წვავს, ბათუმამდე 1 გზა 29 ლარით იქნება გაძვირებული, ხოლო თუ ავიღებთ სედანს, რომელიც 6 ლიტრ დიზელს მოიხმარს, ასეთ შემთხვევაში დედაქალაქიდან ზღვამდე ჩასვლა უკვე 42 ლარით ძვირი დაჯდება.

ენერგომატარებლების გაძვირება, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა პროდუქციის ფასებზეც უარყოფითად აისახება, ძვირდება არამხოლოდ ტრანსპორტირება, არამედ მიწის დამუშავების ხარჯიც. აგროტექნიკა – ტრაქტორები, კომბაინები… ძირითადად დიზელზე მუშაობენ. დიზელზე რეკორდული ფასები უარყოფით მოლოდინებს ქმნის და სურსათის გაძვირების რისკებს წარმოშობს. გამოსავალი ვერც იმპორტი იქნება, რადგან საწვავი, განსაკუთრებით კი დიზელი მთელ მსოფლიოშია გაძვირებული.

ეროვნული ბანკი 2027 წლის თებერვლიდან დაკრედიტებას ამკაცრებს, რაც სავარაუდოდ მაღალი ინფლაციური მოლოდინებითაა გამოწვეული.

რა ღირდა საწვავი უფრო ადრე, მაგალითად 14 წლის წინ? 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, ბოლო დადასტურებული ცნობა ვისოლის ქსელში 24 სექტემბრით თარიღება. მაშინ პრემიუმის ტიპის ბენზინის შეძენა, ამჟამინდელთან შედარებით 2 ლარით ნაკლებად ₾2.28-ად იყო შესაძლებელი, დაახლოებით იმდენივე ღირდა დიზელიც, რაც ამჟამინდელზე ₾2.75-ით ნაკლებია.

საწვავის ფასები ვისოლის ქსელში

წყარო: ვისოლი

ბოლო 14 წელიწადში ბენზინი საშუალოდ 94%-ით ხოლო დიზელი 123%-ით გაძვირდა. მსგავსი გაძვირების მიზეზი მხოლოდ ერთი ფაქტორი არ გამხდარა. ბარელი ნავთობის ღირებულება 2012 წლის სექტემბერშიც 90 დოლარზე მაღალი იყო, თუმცა მას შემდეგ გაძვირდა უკვე გადამუშავებული მზა საწვავის ღირებულება, გაძვირდა ტრანსპორტირება, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულება 95 თეთრით 1.65-დან 2.60-მდე გაიზარდა, აქციზის ღირებულება ბენზინის შემთხვევაში 100%-ით და დიზელის შემთხვევაში 167%-ით გაიზარდა. საწვავის ხარისხით ქვეყანა EURO 3-დან ჯერ EURO 4-ზე, შემდეგ კი EURO 5-ზე გადავიდა, ბოლო თვეებში რუსეთიდან შედარებით იაფი საწვავის იმპორტიც შეფერხდა. მიზეზთა ამ ერთობლიობამ, 14 წელიწადში 1 ლიტრი ბენზინი საშუალოდ 2 ლარით, ხოლო დიზელი 2.75 ლარით გააძვირა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ერთ წელიწადში ბენზინი 27%-ით და დიზელი 55%-ით გაძვირდა, მოლოდინი ოპტიმიზმის საფუძველს არ აჩენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები