ლიდა მონიავა - არშემდგარი მტერი და ბავშვთა ბოლო დღეების ანგელოზი, რომლის დაპატიმრებაც რუსეთმა ვერ გაბედა
ლიდა მონიავა წლებია იმ ბავშვების გვერდით დგას, რომლებსაც ექიმებმა უკვე ვეღარაფერი დაუპირისპირეს მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში. ის მოსკოვის ბავშვთა ჰოსპისის, „Дом с маяком“ („სახლი შუქურასთან“), ერთ-ერთი დამფუძნებელია - ადგილი, სადაც მძიმე, განუკურნებელი დაავადებების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს სიცოცხლის ყველაზე რთულ პერიოდში ეხმარებიან.
ლიდა მონიავა წლებია იმ ბავშვების გვერდით დგას, რომლებსაც ექიმებმა უკვე ვეღარაფერი დაუპირისპირეს მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში.
ის მოსკოვის ბავშვთა ჰოსპისის, „Дом с маяком“ („სახლი შუქურასთან“), ერთ-ერთი დამფუძნებელია - ადგილი, სადაც მძიმე, განუკურნებელი დაავადებების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს სიცოცხლის ყველაზე რთულ პერიოდში ეხმარებიან.
მაგრამ 2026 წლის სექტემბერში თავად ლიდა აღმოჩნდა რუსეთის სახელმწიფო აპარატის სამიზნე.
ის დააკავეს და „რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება“ დააბრალეს. საქმე მის 2023 წლის პოსტს ეხებოდა, რომელშიც უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების ისტორიებს ჰყვებოდა. პოსტში წერდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი რაკეტების, ტანკებისა და ჯარის გამო იღუპებოდნენ უდანაშაულო ადამიანები და მოჰყავდა დაღუპული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, ისტორიები.
მას 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
ლიდა დანაშაულს არ აღიარებდა.
და შემდეგ მოხდა ის, რაც დღევანდელ რუსეთში განსაკუთრებით იშვიათია - საქმე შეწყდა.
6 ოქტომბერს გამომძიებელმა მის ადვოკატს აცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო შეწყდა.
ამ ამბის ყველაზე ემოციური ნაწილი კი სასამართლოს დღეები იყო.
ლიდას მხარდასაჭერად სასამართლოში ჰოსპისის პაციენტებიც მივიდნენ - ბავშვები და ახალგაზრდები, ზოგი ეტლით, ზოგი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ისინი იმ ადამიანის გვერდით დადგნენ, რომელიც სიცოცხლის ბოლო დღეებში მათ გვერდით იდგა.
ლიდას საქმე დღეს უკვე შეწყვეტილია და ის „სახლი შუქურასთან“ დირექტორადაც რჩება.
ასეა - ხალხის სიყვარულს და მხარდაჭერას ისეთი გველეშაპებიც ვერ უპირისპირდებიან, როგორიც რუსეთია
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…