ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პალესტინელი მოკლეს ისრაელელი მოსახლეების თავდასხმისას ზეთისხილის მოსავლის აღების დროს, აცხადებენ...

დასავლეთ ნაპირზე ზეთისხილის მოსავლის აღებისას ისრაელელი მოსახლეების თავდასხმას პალესტინელი ფერმერი ემსხვერპლა. ადგილზე მზარდი ძალადობისა და ხეების დაზიანების ფონზე, ფერმერები საკუთარ მიწებზე მისვლას ვეღარ ახერხებენ.

პალესტინელი მოკლეს ისრაელელი მოსახლეების თავდასხმისას ზეთისხილის მოსავლის აღების დროს, აცხადებენ...
პალესტინელი მოკლეს ისრაელელი მოსახლეების თავდასხმისას ზეთისხილის მოსავლის აღების დროს, აცხადებენ...რადიო თავისუფლება

თავდასხმა განხორციელდა პალესტინელთა მიერ ზეთისხილის მოსავლის აღების პერიოდში რადიკალურად განწყობილი რეგიონში ჩასახლებული ისრაელელების მხრიდან მზარდი ძალადობის ფონზე, როცა ისინი ცეცხლსასროლი იარაღით უტევენ ფერმერებს, თავს ესხმიან ჟურნალისტებს და აზიანებენ ხეებს.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათის ინციდენტის დროს ცეცხლი როგორც ჯარისკაცებმა, ისე მოსახლეებმაც გახსნეს. მათი თქმით, ჯარისკაცებმა რეაგირება მოახდინეს შეტყობინებაზე იმის შესახებ, რომ პალესტინელმა ქვა ესროლა მოსახლეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, თუ რატომ იმყოფებოდნენ მოსახლეები აღნიშნულ ტერიტორიაზე.

Reuters-ის ჟურნალისტები გასული ორი კვირის განმავლობაში გახდნენ რამდენიმე ისეთი ინციდენტის მოწმე, როდესაც ისრაელის სამხედროებმა და მოსახლეებმა პალესტინელებს თავიანთ ზეთისხილის ბაღებთან მისვლა აღუკვეთეს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა დაღუპულის ვინაობა - იგი 44 წლის ალი ჰასან იუსორ ალ-ბაზარია. დაუყოვნებლივ არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, იგი ისრაელის სამხედროებმა მოკლეს თუ მოსახლეებმა.

ზეთისხილის მოსავლის აღება, რომელიც ოქტომბრიდან ნოემბრამდე გრძელდება, დასავლეთ ნაპირზე ძალადობის ესკალაციის ფონზე მიმდინარეობს, სადაც პალესტინის ადმინისტრაციის მონაცემებით, ისრაელელმა მოსახლეებმა მიმდინარე წელს, სულ ცოტა, 30 პალესტინელი მოკლეს.

მან ასევე განაცხადა, რომ 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მთელ დასავლეთ სანაპიროზე 45 ათასზე მეტი ხე, მათ შორის 26 ათასზე მეტი ზეთისხილის ხე, მოჭრეს ან დააზიანეს.

ზეთისხილის ხეებს პალესტინელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი გამოხატავენ მათ კავშირს მიწასთან და, ამავდროულად, მზარდი ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, შემოსავლის სასიცოცხლო წყაროს წარმოადგენენ.

„ჩვენთვის ზეთისხილის ხე სიცოცხლეა,“ — განაცხადა 64 წლის პალესტინელმა ფერმერმა, თაისირ ალ-შეიხმა, რომელიც რამალას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ რანტისის გარეუბნიდანაა.

ისრაელელი მოსახლეების მხრიდან ძალადობის შიშით, მან ერთი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, მისულიყო და მოევლო თავისი ზეთისხილის ხეებისთვის. მან ეს მხოლოდ წელს, ამ მოსავლის აღებისას შეძლო, ისიც აქტივისტების თანხლებით, რომლებიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.

ალ-შეიხისთვის ზარალი მხოლოდ ხეების რაოდენობითა თუ წარმოებული ზეთის მოცულობით არ იზომება, არამედ ადამიანების საკუთარ მიწასთან შეცვლილი დამოკიდებულებითაც.

„წარსულში ზეთისხილის მოსავალზე ყველანი მიდიოდნენ — ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც. დღეს კი ბევრს ეშინია საკუთარ მიწამდე მიღწევა,“ — უთხრა მან Reuters-ს.

ანექსირებული აღმოსავლეთ იერუსალიმის გამოკლებით, დასავლეთ ნაპირზე დაახლოებით სამი მილიონი პალესტინელი ცხოვრობს 500 ათასზე მეტ ისრაელელთან ერთად, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკანონოდ შექმნილ დასახლებებში ცხოვრობენ.

ისრაელის მიერ 1967 წლის ომის დროს მიტაცებულ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებს მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილი უკანონოდ მიიჩნევს და გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალრიცხოვან რეზოლუციებში ისრაელს მოუწოდებენ, შეწყვიტოს დასახლებების გავრცელება.

ისრაელი უარყოფს მოსაზრებას, რომ მისი დასახლებები უკანონოა და ამ მიწასთან ბიბლიურ და ისტორიულ კავშირებს იხმობს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთვის ზეთისხილის ხე სიცოცხლეა,“
თაისირ ალ-შეიხი
„წარსულში ზეთისხილის მოსავალზე ყველანი მიდიოდნენ — ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც. დღეს კი ბევრს ეშინია საკუთარ მიწამდე მიღწევა,“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ისრაელმა პალესტინელებზე თავდასხმასხმებთან დაკავშირებული თითქმის ყველა ეჭვმიტანილი გაათავისუფლა -...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები