ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ცნობით, ბრალდებული ნივთიერების რეალიზაციას 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა.

პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაინტერპრესნიუსი

საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საქმე ეხება პირს, რომელიც სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ურანის უკანონოდ შეძენისა და შენახვის გამო დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული აღნიშნული ნივთიერების რეალიზაციას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა რადიოაქტიურ ნივთიერება ურანს, რის რეალიზაციასაც 700 000 აშშ დოლარად უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გეგმავდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა რადიოაქტიურ ნივთიერება ურანს, რის რეალიზაციასაც 700 000 აშშ დოლარად უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გეგმავდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები