ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბირთვული მასალის გაყიდვის ბრალდებით სუსმა საქართველოს მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალის, კერძოდ „ურან-238“-ის გაყიდვის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა. გამოძიების ცნობით, ბრალდებული მასალის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად მიყიდვას გეგმავდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბირთვული მასალის გაყიდვის ბრალდებით სუსმა საქართველოს მოქალაქე დააკავა
ბირთვული მასალის გაყიდვის ბრალდებით სუსმა საქართველოს მოქალაქე დააკავარადიო თავისუფლება

სუსის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული „ურან-238“-ის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გაყიდვას გეგმავდა.

უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დაკავების მომენტი და ამოღებული მასალა. სუსს არ დაუკონკრეტებია, სად და რა პირობებში ინახებოდა „ურან-238“, რა რაოდენობის მასალა ამოიღეს და რომელი ქვეყნის მოქალაქეზე იგეგმებოდა მისი გაყიდვა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს. მუხლი ბირთვული მასალის ან მოწყობილობის, რადიოაქტიური ნარჩენის, რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროსადმი უკანონო მოპყრობას ეხება და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუსის ინფორმაციით, დაკავება კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად განახორციელეს.

სუსი პერიოდულად აცხადებს საქართველოში ბირთვული მასალების უკანონო გაყიდვის მცდელობების აღკვეთის შესახებ. მათ შორის, დაკავებულთა შორის არაერთხელ იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ეს მნიშვნელოვანი ამბავი არ უნდა ჩაიკარგოს” – ხატია დეკანოიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები