სუს-მა ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავა - დაკავებული "ურან-238"-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბირთვული მასალის - "ურან-238"-ის უკანონო მოპყრობისა და გაყიდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც მასალის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გასაღებას გეგმავდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება "ურანის" უკანონო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა "ურან-238"-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველისუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
- ბათუმელებირადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ გაყიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – სუსი
- რადიო თავისუფლებაბირთვული მასალის გაყიდვის ბრალდებით სუსმა საქართველოს მოქალაქე დააკავა
- ტაბულა"ურან-238"-ის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაყიდვას გეგმავდა" – სუს-მა ერთი პირი დააკავა
- რუსთავი 2რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- იმედინიუსიპროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- ინტერპრესნიუსიპროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…