ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ გაყიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობისა და გაყიდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებული „ურან 238“-ის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად მიყიდვას გეგმავდა.

რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ გაყიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – სუსი
რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ გაყიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – სუსიბათუმელები

სუს-ის ინფორმაციით, დააკავეს ერთი პირი, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე.

დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

„ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურან 238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა“, – წერს სუს-ი.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ეს მნიშვნელოვანი ამბავი არ უნდა ჩაიკარგოს” – ხატია დეკანოიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები