ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"ციხის უფროსის მოადგილემ მითხრა, დავითაძე თითის გაკეთებაზე მეტის ღირსიც იყოო" - ანგარიშსწორებაზე კიდევ ერთი პატიმარი ალაპარაკდა

რუსთავის მეექვსე ციხის კიდევ ერთმა პატიმარმა, შოთა მინასოვმა, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ძალადობისა და მუქარის შესახებ განაცხადა.

"ციხის უფროსის მოადგილემ მითხრა, დავითაძე თითის გაკეთებაზე მეტის ღირსიც იყოო" - ანგარიშსწორებაზე კიდევ ერთი პატიმარი ალაპარაკდა
"ციხის უფროსის მოადგილემ მითხრა, დავითაძე თითის გაკეთებაზე მეტის ღირსიც იყოო" - ანგარიშსწორებაზე კიდევ ერთი პატიმარი ალაპარაკდაTV პირველი

რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ანაგრიშსწორებაზე კიდევ ერთი პატიმარი საუბრობს - შოთა მინასოვი „პირველებს“ უყვება, როგორ დასაჯეს მსაჯვრდებულ გიორგი დავითაძისთვის სოლიდარობის გამო.

მინასოვით თქმით, პრტესტის ნიშნად თვითდაზიანება მიიყენა, რასაც ჯერ მისი საკნიდან გაყვანა, შემდგე კი ცემა მოჰყვა.

"ციხის უფროსის მოადგილემ მითხრა, დავითაძე თითის გაკეთების კი არა მეტის ღირსიც იყოო" - ამბობს მინასოვი, რომელიც პროტესტის შემდეგ პატიმარ ლაშა ჩაჩანიძესთან ერთად რუსთავის მეექვსე ციხიდან ბათუმის მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.

პატიმრის მტკიცებით, მასზე და კიდევ რამდენიმე პატიმარზე პირველ სართულზე სპეცრაზმმა იძალადა. მინასოვი ამბობს, რომ ძალადობის მითითებას ციხის დირეტქორი შოთა ტრაპაიძე გასცემდა.

მსჯავრდებულის თქმით, თუ მომხდარ ძალადობაზე საჯაროდ ისაუბრებდა, ციხის უფროსი მოადგილე კიბოიანი დედის დაჭერით ემუქრებოდა.

გიორგი დავითაძედან გამომდინარე, თითით რომ აწამეს, მაგასთან დაკავშირებით დავისერე ვენები, პროტესტი გამოვხატე.დ აჩეხილ მდგომარეობაში რომ ვიყავი შემოვიდა ციხის უფროსის მოადგილე და რომ მკითხა, რატომ ხარ ასეთი დაჩეხილიო, ვუთხარი სოლიდარობა რომ გამოვუცხადე გიორგის. ასე მითხრა, მაგი თითის გაკეთების კი არა მეტის ღირსიც იყოო. დეესკალაციის ოთახში იყვნენ ისინიც, ვინც გიორგიზე ძალადობდნენ, პირველ სართულზე რომ მიგვიყვანეს, დაგვხდა უკვე სპეცრაზემლი და ძაან მაგრა დაგვლეწეს, როგროც მე ისე ლაშა ჩაჩანიძეც. მე თვითონ ვუყირებდი, რომ ასევე დალეწეს ლევანი და ასევე ჭედია. ამ ყველაფერში თავად შოთა ტრაპაიძე და თავისი მოადგილეებიც იღებდნენ მონაწილეობას და ყველა იქ მყოფი თანამშრომლები სპეცრაზმთან ერთად. მოადგილე დათო ვინც არის, მეუბნება, ამ ყველაფერს შენო შენს მეუღლეს ეტყვიო და თუ რომელიმე ტელევიზიაში დაგინახეო რომ მოყვე ეს ყველაფერი, რაც შენ დაგემართაო და რაც ბიჭებს დაემართაო, ახლად ჩამოსულ კიბოიან დედას დავუჭერო. ვინც გიორგიზე ძალადობდა ყველა იყო იქ, ერთი ის თითს ვინც უკეთებდა ის ღორი არ იყო", - ამბობს დავით მინასოვი.

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.

უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს.

უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.

სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.

რა მოხდა რუსთავის ციხეში გაუპატიოურების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ:

საჯაროდ გავრცელებული ცნებების თანახმად, მძიმე ბრალდების შემდეგ, №6 დაწესებულებაში პატიმრებმა პოტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს.

ერთ-ერთ კადრში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. ადვოკატებისა და ოჯახის წევრების თქმით, ბადრაგებმა ხელკეტებით სცემეს რამდენიმე პატიმარი, რომლებმაც გიორგი დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს.

თავად 36 წლის გიორგი დავითაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა, ამტკიცებს, რომ ბადრაგები რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში პატიმრების უპრეცედენტო ზეწოლაზე გადავიდნენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ციხის უფროსის მოადგილემ მითხრა, დავითაძე თითის გაკეთების კი არა მეტის ღირსიც იყოო“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.