ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კობახიძე – პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად

იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ უწყება სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად მოქმედებდა. მისი თქმით, ყველა სახელმწიფო უწყება ღიაა და ნებისმიერ შეკითხვას გასცემს პასუხს.

ირაკლი კობახიძე – პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
ირაკლი კობახიძე – პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისადპირველი არხი

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები იმის მაჩვენებელია, რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს ჩვენი პენიტენციური სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უწყება არის ღია და გახსნილი ყველას მიმართ, ესეც არის საქართველოს მთავრობის სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც ეს სტანდარტი არის დაცული.

„როცა საჭიროა იძულების ზომის გამოყენება პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, ეს იძულების ზომა გამოიყენება, თუმცა როგორც კადრებმა აჩვენა, ეს ყველაფერი ხორციელდება პროპორციულობის პრინციპის, თანაზომიერების პრინციპის დაცვით. მე ვიცი, რა არის საერთაშორისო სტანდარტები და ამ შემთხვევაში პენიტენციური სამსახური მოქმედებდა სწორედ სტანდარტების შესაბამისად, პროპორციულობის, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. ყველა უწყება არის ღია და გახსნილი ყველას მიმართ ესეც არის ჩვენი სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც ეს სტანდარტი არის დაცული. თუ არის პრეტენზიები, ყველას შეუძლია, მიმართოს შესაბამის უწყებებს, მათ მიმართეს სახალხო დამცველს, მიმართეს სხვა უწყებებს, რა თქმა უნდა, ყველა უწყება გასცემს პასუხს ყველა შეკითხვას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ასე მოქმედებს ყველა სახელმწიფო უწყება. გამოძიების პირველადი შედეგები რა თქმა უნდა, ვიცით, თუმცა ერთ რამეს მოგახსენებთ, რომ რაც მალე დაიხურება ასეთი გამოძიება, მით უკეთესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება მალე იქნას ბოლომდე მიყვანილი. კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტების შესაბამისად და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.