ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ევროპარლამენტი საქართველოში პარტიების აკრძალვის მცდელობაზე იმსჯელებს – რა წერია პროექტებში

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ევროპარლამენტში სტრასბურგში გაიმართება დებატები და კენჭისყრა საქართველოს პარტიების აკრძალვის მცდელობასთან დაკავშირებით წარდგენილ რეზოლუციის პროექტებზე, რომლებშიც პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობა ოპოზიციის აკრძალვას ეწინააღმდეგება და სანქციებს ითხოვს.

ევროპარლამენტი საქართველოში პარტიების აკრძალვის მცდელობაზე იმსჯელებს – რა წერია პროექტებში
ევროპარლამენტი საქართველოში პარტიების აკრძალვის მცდელობაზე იმსჯელებს – რა წერია პროექტებშიტაბულა

7 ოქტომბერს ევროპარლამენტი სტრასბურგში "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე დებატებს გამართავს. საკითხზე რეზოლუციის ექვსი პროექტი უკვე წარდგენილია, შეჯერებულ რეზოლუციაზე კი კენჭისყრა 8 ოქტომბერს გაიმართება.

დოკუმენტები "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP), "სოციალისტებისა და დემოკრატების" (S&D), "განახლებული ევროპის" (Renew), "მწვანეების", "ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების" (ECR) და "ევროპის სუვერენული ერების" (ESN) ჯგუფებს ეკუთვნის.

EPP-ის, S&D-ის, Renew-ის, Greens/EFA-სა და ECR-ის პროექტები ძირითად საკითხებზე ერთმანეთთან თანხვედრაშია – ხუთივე მათგანი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეწინააღმდეგება, ამას საქართველოში უფრო ფართო დემოკრატიული უკუსვლის ნაწილად განიხილავს და, სხვადასხვა ფორმით, ევროკავშირს "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ დამატებითი სანქციებისკენ მოუწოდებს.

ტექსტებში ასევე საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის შექმნილ შეზღუდვებზე და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე.

EPP სარჩელის დაუყოვნებლივ უკან გაწვევას ითხოვს და ყურადღებას საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ამახვილებს. ჯგუფი მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ითხოვს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ.

ევროკავშირის მასშტაბით ივანიშვილისა და ზოგადად "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციებს "მწვანეების" ჯგუფიც ითხოვს. ისინი აღნიშნავენ, რომ EU-ს დონეზე ერთიანი სანქციების არარსებობის პირობებში ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა შეზღუდვები უკვე დააწესეს.

"განახლებული ევროპის" პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს. ჯგუფის შეფასებით, სარჩელის ცვლილება და მასში ახალი პარტიების დამატება ოპოზიციურ ძალებს "დაშლის მუდმივი საფრთხის" ქვეშ ტოვებს.

ჯგუფი ითხოვს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით დაკავებულთა გათავისუფლებას, ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობასა და მისი რეკომენდაციების შესრულებას. ჯგუფი ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მისი მხარდამჭერების, მათ შორის, მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ, მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის მასშტაბით სავიზო შეზღუდვები დააწესონ.

S&D ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საკონსტიტუციო სარჩელში საბოლოოდ "გახარია საქართველოსთვისაც" მოხვდა – პარტია, რომელიც ამჟამად პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური ძალაა.

ჯგუფი შეშფოთებას გამოთქვამს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნის გამო და ასევე ითხოვს სანქციებსა და ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერებისთვის.

ECR-ის პროექტში კი დიდი ყურადღება ეთმობა პოლიტიკურ პატიმრებს – ჯგუფი მათი დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისა და ე.წ. "საბოტაჟის" საქმეებზე პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების მოხსნისკენ მოუწოდებს.

დანარჩენი ხუთი ჯგუფისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება ESN-ის პროექტი. ტექსტი არ მოითხოვს საკონსტიტუციო სარჩელის უკან გაწვევას და არც ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ან პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას შეიცავს.

ESN წერს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მხოლოდ უკიდურესი ზომა უნდა იყოს და კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ჯგუფი ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს უნდა შეეძლოს.

ამ დროისთვის ევროპარლამენტის ოფიციალურ ბაზაში ექვსივე პროექტი ცალ-ცალკე რჩება და ერთობლივი რეზოლუციის პროექტი გამოქვეყნებული არ არის. თუმცა, კენჭისყრამდე პოლიტიკურ ჯგუფებს შეუძლიათ, საერთო ტექსტზე შეთანხმდნენ.

ამ შემთხვევაში ერთობლივი პროექტი მასში მონაწილე ჯგუფების ცალკეულ პროექტებს ჩაანაცვლებს და კენჭისყრაზეც სწორედ ის გავა, ამავროულად კი დამატებითი შესწორებების წარდგენაც იქნება შესაძლებელია.

დებატები მას შემდეგ იმართება, რაც 24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის 88 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი პოლიტიკური ძალის – "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას", "ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", "ფედერალისტების პარტიისა" და "გახარია საქართველოსთვის" – აკრძალვის მოთხოვნით მიმართა. 6 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმე განსახილველად პლენუმს გადასცა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.