ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სემეკი: შპს „ყამარი მ“-ის მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი დაწყებულია

სემეკი

სემეკის გადაწყვეტილებით, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „ყამარი მ“-ს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუუქმდა და აბონენტებისთვის გაზმომარაგების აღდგენა შპს „თბილისი ენერჯის“ დაევალა.

სემეკი: შპს „ყამარი მ“-ის მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი დაწყებულია
სემეკი: შპს „ყამარი მ“-ის მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი დაწყებულიაიმედინიუსი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) გამართულ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გაუქმდა შპს „ყამარი მ“-ის სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

შპს „ყამარი მ“-ის სალიცენზიო არეალში არსებული მომხმარებლების უწყვეტი, საიმედო და უსაფრთხო გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი ენერჯის“ დაევალა ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების მომსახურების განხორციელება იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა გაზმომარაგებასაც შპს „ყამარი მ“ უზრუნველყოფდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენის პროცესი.

შპს „ყამარი მ“-ისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება განპირობებულია კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგების ვალდებულების შეუსრულებლობით.

მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგების ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „ყამარი მ“-სა და საბითუმო მიმწოდებელ შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, შპს „ყამარი მ“-ს შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ მიმართ მნიშვნელოვანი ოდენობის დავალიანება დაუგროვდა. აღნიშნული დავალიანების გამო, 2026 წლის 5 ოქტომბერს შპს „ყამარი მ“-ს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
წლის ბოლოს გადაიხედება წყლისა და გაზის ტარიფები - ნარმანიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები