მუხიანის აგარაკებზე აბონენტებისთვის გაზმომარაგების აღდგენა დაიწყო - სემეკი
სემეკმა კომპანია „ყამარი მ“-ს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუუქმა და აბონენტების მომარაგება „თბილისი ენერჯის“ დაავალა. გადაწყვეტილება მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგების ვალდებულების შეუსრულებლობასა და დავალიანებას უკავშირდება.

კომისიამ კომპანია „ყამარი მ“-ს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუუქმა და მის სალიცენზიო არეალში არსებული მომხმარებლების მომარაგება „თბილისი ენერჯის“ დაავალა.
სემეკის განმარტებით, გადაწყვეტილება „ყამარი მ“-ის მიერ მომხმარებლების უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგების ვალდებულების შეუსრულებლობას უკავშირდება.
კომისიის ცნობით, „ყამარი მ“-ს საბითუმო მიმწოდებელ „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტთან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სათანადოდ არ შეუსრულებია და მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასური არ გადაუხდია.
დავალიანების გამო, 5 ოქტომბერს „ყამარი მ“-ს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.
საკითხზე სემეკს 8 ოქტომბერს უნდა ემსჯელა, თუმცა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სხდომა 7 ოქტომბერს გაიმართა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…