ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯარიმის გასაჩივრებისთვის მეტი ვადა იქნება - რა იცვლება მეორე მოსმენისთვის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში მეორე მოსმენისთვის შესატანი ცვლილებები დაკორექტირდა. როგორც დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ჯარიმის გასაჩივრების ვადა 10 დღიდან 30 დღემდე გაიზრდება, ხოლო დავალიანების განწილვადების 18-თვიანი შეზღუდვა მოიხსნება.

ჯარიმის გასაჩივრებისთვის მეტი ვადა იქნება - რა იცვლება მეორე მოსმენისთვის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში
ჯარიმის გასაჩივრებისთვის მეტი ვადა იქნება - რა იცვლება მეორე მოსმენისთვის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონშიBM.GE

მეორე მოსმენისთვის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაკორექტირდა. როგორც დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გახანგრძლივდება ჯარიმის გასაჩივრების ვადა. ასევე, დავალიანების განაწილების პერიოდი შეზღუდული არ იქნება.

"მეორე მოსმენისთვის არის სამი საკითხი. პირველი არის, რომ ჩვენ გვეწერა: დაჯარიმების გასაჩივრების ვადა იქნებოდა 10 დღე. სხვა კანონებში ვნახეთ, რომ ძირითადად 30 დღეა და გადავწიოთ 30 დღე, რომ უფრო მეტი დრო ჰქონდეთ.

მეორე არის, რომ ჩვენ ხომ ვთქვით, რომ პირველი ნაწილია, როდესაც დაჯარიმდება, 10 სამუშაო დღეს ვაძლევთ, შემდეგ გამოქვეყნდება და კიდევ 10 კალენდარული დღე და კიდევ შემდეგ 10 დღის შემდეგ უკვე 30-ზე გადავედით. ის შუაში რაც არის კალენდარული, ისიც გადავიყვანოთ სამუშაო დღეზე, ანუ უფრო მეტი გამოვა.

დავალების განწილვადება გვეწერა 18 თვე და ეს მოვხსენით, რომ უფრო მოქნილი იყოს სისტემა. შეიძლება მეტი დასჭირდეს ან ნაკლები და ეს პრობლემა რომ არ იყოს. ანუ 18 თვე კი არ იქნება, ექნება განწილვადების საშუალება, მაგრამ რამდენსაც ჩათვლიან საჭიროდ, ისე",- თქვა პაატა კვიჟინაძემ.

"ათასობით მეწარმემ თანამშრომლების ასობით მილიონის შენატანი არ გადარიცხა" - რა იცვლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში?

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მეორე მოსმენისთვის არის სამი საკითხი. პირველი არის, რომ ჩვენ გვეწერა: დაჯარიმების გასაჩივრების ვადა იქნებოდა 10 დღე. სხვა კანონებში ვნახეთ, რომ ძირითადად 30 დღეა და გადავწიოთ 30 დღე, რომ უფრო მეტი დრო ჰქონდეთ. მეორე არის, რომ ჩვენ ხომ ვთქვით, რომ პირველი ნაწილია, როდესაც დაჯარიმდება, 10 სამუშაო დღეს ვაძლევთ, შემდეგ გამოქვეყნდება და კიდევ 10 კალენდარული დღე და კიდევ შემდეგ 10 დღის შემდეგ უკვე 30-ზე გადავედით. ის შუაში რაც არის კალენდარული, ისიც გადავიყვანოთ სამუშაო დღეზე, ანუ უფრო მეტი გამოვა. დავალების განწილვადება გვეწერა 18 თვე და ეს მოვხსენით, რომ უფრო მოქნილი იყოს სისტემა. შეიძლება მეტი დასჭირდეს ან ნაკლები და ეს პრობლემა რომ არ იყოს. ანუ 18 თვე კი არ იქნება, ექნება განწილვადების საშუალება, მაგრამ რამდენსაც ჩათვლიან საჭიროდ, ისე“
პაატა კვიჟინაძე
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები