ირაკლი კობახიძე - სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები - საზღვაო ნავსადგურებში, ტერმინალებში, ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 15,4 მლნ ტონა, ზრდა არის 24%
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში რეკორდული მაჩვენებლები და ფუნდამენტური ზრდა ფიქსირდება. საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთების გადამუშავებამ 15,4 მლნ ტონა შეადგინა, რკინიგზით გადაზიდულმა ტვირთმა 11 მილიონი ტონა, ხოლო საავტომობილო და სააეროპორტო მიმართულებებითაც ზრდა დაფიქსირდა.

სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში, გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, რაც მათ შორის, არის გატარებული ცვლილებების შედეგი - საზღვაო ნავსადგურებში, ტერმინალებში, ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 15,4 მლნ ტონა, ზრდა არის 24%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 11 მილიონი ტონაა, ზრდა არის 13%.
„მთლიანობაში, რომ შევეხოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორს, გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები. რაც მათ შორის, არის გატარებული ცვლილებების შედეგი. საზღვაო ნავსადგურებში, ტერმინალებში, ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა შეადგინა 15,4 მლნ ტონა. ზრდა არის 24%. რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 11 მილიონი ტონაა. ზრდა არის 13%. საავტომობილო ტრანსპორტის სექტორში 11,8 მლნ ტონა, ზრდა არის 3%. საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა არის 33,6 ათასი ტონა. ზრდამ შეადგინა 30%. ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური ზრდა“, - განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…