ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"პეტრას ისტორია - საუკუნეთა მემკვიდრეობა" - პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება "პეტრას ისტორია - საუკუნეთა მემკვიდრეობა" გაიმართა, რომლის მიზანიც კულტურული ტურიზმის განვითარება და პეტრას ისტორიის პოპულარიზაცია იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, ვოკალური ანსამბლი "ბათუმი" და სოლისტები, ასევე მოეწყო არტეფაქტებისა და ფოტოების ექსპოზიცია.

"პეტრას ისტორია - საუკუნეთა მემკვიდრეობა" - პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
"პეტრას ისტორია - საუკუნეთა მემკვიდრეობა" - პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართარუსთავი 2

"პეტრას ისტორია - საუკუნეთა მემკვიდრეობა” - პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა კულტურული ტურიზმის განვითარებას, ფართო საზოგადოებისთვის პეტრას ციხე-ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას, ისტორიული მეხსიერების დაცვასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას.

კულტურულ-შემეცნებით საღამოში მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი "ბათუმი" და სოლისტები. აჟღერდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები. მოეწყო პეტრას ისტორიის ამსახველი ფოტოებისა და არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტების ექსპოზიცია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ისტორიულ პეტრას ციხეზე გამართულ კულტურულ ღონისძიებას დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები