ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ეს მნიშვნელოვანი ამბავი არ უნდა ჩაიკარგოს” – ხატია დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ხატია დეკანოიძე სუსის მიერ ურან-238-ის საქმეზე მოქალაქის დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზული საკითხია. მისი თქმით, გამოძიებას პასუხები არ გაუცია მასალის წარმომავლობასა და შესაძლო თანამზრახველებზე.

“ეს მნიშვნელოვანი ამბავი არ უნდა ჩაიკარგოს” – ხატია დეკანოიძე
“ეს მნიშვნელოვანი ამბავი არ უნდა ჩაიკარგოს” – ხატია დეკანოიძეალია

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე:

ინფორმაციის ნაკადში ეს მნიშვნელოვანი ამბავი არ უნდა ჩაიკარგოს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუსმა საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, ჰქონდა ურან-238 და მისი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის გადაცემას გეგმავდა 700 ათას აშშ. დოლარად. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზული საკითხი. ურანი-238 ურანის იზოტოპია, რომელიც ბირთვული იარაღის გამდიდრებისთის შეიძლება პირდაპირ არ გამოიყენება, მაგრამ მისი კონცენტრაცია საკმაოდ საშიშია.

ანუ საქართველოს მოქალაქის ხელში აღმოჩნდა ბირთვული მასალა. ეს მიუთითებს ბირთვული მასალის უანონო ტრეფიკინგის ქსელზე, რადგან ის უცხოეთში საქართველოდან აპირებდა აკრძალული ნივთიერების გაყიდვას.

საიდან მოხვდა საქართველოში ურანი? სუსს არ გაუცია პასუხი მასალის რაოდენობაზე, წარმომავლობაზე და არც დაკავებულის თანამზრახველების ქსელზე.

გამოძიება არაფერს გვეუბნება აკრძალული ნივთიერების გატანის ორგანიზატორებზე და შუამავლებზე, საზღვრის კვეთის უკანონო მცდელობაზე , ვინ არის მასალის მიმწოდებელი და რამდენად დიდია ქსელი.

სახეზეა ძალზედ საშიში ტრანსაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის მოქმედების ნიშნები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ურანი მოხვდა და უკანონო ვაჭრობის ობიექტი გახდა.

ქოლ-ცენტრებისა და კრიპტოს გათეთრების შემდეგ, ორგანიზებული დანაშაული ახალ სიმაღლეზეა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები