ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Rapporteur: ირანის ომით გამოწვეული ენერგოკრიზისი ევროკავშირის მომავალ ბიუჯეტს შეამცირებს

Rapporteur-ის მიერ მოპოვებული კონფიდენციალური დოკუმენტის თანახმად, ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისისა და მაღალი ინფლაციის გამო ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტი მოსალოდნელზე ნაკლები იქნება.

Rapporteur: ირანის ომით გამოწვეული ენერგოკრიზისი ევროკავშირის მომავალ ბიუჯეტს შეამცირებს
Rapporteur: ირანის ომით გამოწვეული ენერგოკრიზისი ევროკავშირის მომავალ ბიუჯეტს შეამცირებსიმედინიუსი

ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტს შეკვეცს. ინფორმაციას Rapporteur-ი ევროკომისიის კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2028-2034 წლების ევროკავშირის ბიუჯეტის მოცულობა ევროკავშირის მთლიანი ეროვნული შემოსავლის (GNI) 1.11%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც ევროკომისიამ მისი თავდაპირველი პროექტის წარდგენისას, გასული წლის ივლისში, მაჩვენებელი 1.15%-ით განსაზღვრა. შესაბამისად, ახალი ბიუჯეტის რეალური მოცულობა 2021-2027 წლების მოქმედ ბიუჯეტზე ნაკლები იქნება.

Rapporteur-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში, რომელიც 2 ოქტომბრით თარიღდება, აღნიშნულია, რომ პანდემიის პერიოდის ვალის დაფარვის ხარჯების გამოკლებით, მომავალი მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს (MFF) ხარჯვითი შესაძლებლობა GNI-ის 1.11%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 2021-2027 წლების ბიუჯეტის თავდაპირველ 1.13%-ზე ნაკლებია.

დოკუმენტის თანახმად, ასევე მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ საერთო ბიუჯეტში შეტანილი წვლილის ფარდობითი მოცულობა შემცირდება.

ბიუჯეტის შემცირების მიზეზი ევროკავშირში ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად ზრდაა. ევროკომისია მრავალწლიანი ბიუჯეტის მოცულობის განსაზღვრისას 2%-იან ინფლაციის დეფლატორს იყენებს, რათა ფასების ყოველწლიური ზრდა გაითვალისწინოს და ბიუჯეტმა რეალურ გამოსახულებაში ეტაპობრივად არ დაკარგოს მოცულობა.

თუმცა, ევროკავშირის მასშტაბით ინფლაცია წელს 3.1%-ს მიაღწევს, რაც ევროკომისიის თავდაპირველ გათვლაზე მნიშვნელოვნად მაღალია. თავდაპირველი შეფასება 2026 წლისთვის მხოლოდ 1.9%-იან ინფლაციას ითვალისწინებდა.

ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, რომელიც მაისში გამოქვეყნდა, ინფლაციის ზრდა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებასა და ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრ მატებას უკავშირდება. ენერგეტიკულმა შოკმა, თავის მხრივ, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც გააუარესა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
POLITICO: ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტმა შესაძლოა 200 მილიარდ ევრომდე დაკარგოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები