პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ღმერთმა დაიფაროს საქართველო, იმავე დონეზე იყოს, როგორც მოლდოვა და უკრაინაა

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა უპასუხა ევროკომისერ მარტა კოსის განცხადებას და აღნიშნა, რომ საქართველო არ უნდა იყოს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა.

თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ღმერთმა დაიფაროს საქართველო, იმავე დონეზე იყოს, როგორც მოლდოვა და უკრაინაა
იმედინიუსი

ღმერთმა დაიფაროს საქართველო, იმავე დონეზე იყოს, როგორც მოლდოვა და უკრაინაა, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას, რომ ისურვებდა, საქართველო იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა.

„ღმერთმა დაიფაროს საქართველო, იმავე დონეზე იყოს, როგორც მოლდოვა და უკრაინაა. თავადვე ატარებენ დანარჩენ გამოკითხვებს, რომელიც ომთან და მსგავს რაღაცებთან არ არის დაკავშირებული. თავად ამბობენ, რომ უპრეცედენტო კორუფციაა მოლდოვაში, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხით საქართველო არის ლიდერი ქვეყანა და მერე ამბობენ, რომ ისინი გვასწრებენ. რაში გვასწრებენ?!“ - აღნიშნა შარმანაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თენგიზ შარმანაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: მინდა ვიქონიო იმედი, რომ კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც წყვეტენ ამ საკითხებს, არ იქნებიან ისეთივე ხისტები და არასამართლიანები, როგორც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები