ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერაბ გამყრელიძე რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, სტატისტიკური მონაცემები, სამომავლო პრიორიტეტები და დანაშაულის პრევენციის გამოწვევები.

მერაბ გამყრელიძე რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა
მერაბ გამყრელიძე რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის უფროსმა რეგიონებში არსებული ვითარების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების, სტატისტიკური მონაცემებისა და დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

მერაბ გამყრელიძემ რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა დანაშაულის გამოვლენისა და ეფექტიანი გამოძიების, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი რეგიონებში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა, მისი დროული გამოვლენა და ხარისხიანი გამოძიებაა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სამსახურის სამომავლო პრიორიტეტები და რეგიონული დანაყოფების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებები. სამსახურის უფროსმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა და საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სამუშაო შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მერაბ გამყრელიძე გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები