ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ბაკურ კვაშილავა - საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და საქმე გვაქვს იმასთან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის მთავარი პრინციპები ყველასთვის ცხადად დასანახად უარყო, რის გამოც ხალხმა 2012 წელს აირჩია

ქართული ოცნებათავისუფლების მოედანი

„თავისუფლების მოედნის“ გენერალური მდივანი ბაკურ კვაშილავა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასა და პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს, „ქართულმა ოცნებამ“ კი ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზების და სხვა წინასაარჩევნო პირობები არ შეასრულა.

ბაკურ კვაშილავა - საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და საქმე გვაქვს იმასთან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის მთავარი პრინციპები ყველასთვის ცხადად დასანახად უარყო, რის გამოც ხალხმა 2012 წელს აირჩია
ბაკურ კვაშილავა - საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და საქმე გვაქვს იმასთან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის მთავარი პრინციპები ყველასთვის ცხადად დასანახად უარყო, რის გამოც ხალხმა 2012 წელს აირჩიაინტერპრესნიუსი

ეს მშვიდობა არის ბუტაფორია და მოგონილი, რომელიც მტრის კეთილ ნებაზე არის დაფუძნებული. მეცხვარე რომ მგლის სიმაძღრეზე იყოს დამოკიდებული, დაახლოებით ეს არის „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, ხოლო შიდა პოლიტიკაში გვაქვს ტყუილი, სადაც ამ კადრების გავრცელებით, პრაქტიკულად, გვეუბნებიან, რასაც ხედავთ, იმას კი არ დაუჯეროთ, იმას დაუჯერეთ, რასაც ჩვენ გეტყვითო, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან და პატიმარ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კვაშილავას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არცერთი ის პირობა არ შეასრულა, რომლითაც ხელისუფლებაში მოვიდა. მისი განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი პირობა სწორედ ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზებას ეხებოდა.

„საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და საქმე გვაქვს იმასთან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის მთავარი პრინციპები ყველასთვის ცხადად დასანახად უარყო, რის გამოც ხალხმა 2012 წელს აირჩია. სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა სწორედ ციხეზე აკეთებენ აქცენტს და ცდილობენ, რომ ამ სიტუაციიდან გამოძვრნენ, მაგრამ როგორც კადრები აჩვენებს, ეს არის ქცევის ჩამოყალიბებული წესი, როდესაც ამ ოთახში 12 ადამიანი შედის, ერთმანეთს ეფარებიან და დანაშაულს ჩადიან.

თავად ამ 12 ადამიანის იქ ყოფნა უკვე არის ძალადობა და, როგორც ჩანს, ეს არის დანერგილი ამ სისტემაში. ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არცერთი ის პირობა არ შეასრულა, რომელიც დადო. ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია, რომელიც არაერთხელ აღუნიშნავს ბიძინა ივანიშვილს, როგორც ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი „უფასო ფულთან“ ერთად.

„უფასო ფული“ და „მეოთხე წელს რომ ყველა საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს გაუმჯობესებას“ ანუ 2016 წელს საქართველო კეთილდღეობის ზენიტში უნდა ყოფილიყო, რაც ბუნებრივია, რომ არ დამდგარა. ჩვენი მოქალაქეები ყოველ წელს ტოვებენ ამ ქვეყანას და მიდიან სხვა ქვეყანაში იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი პირობები შექმნა პატიოსანი ადამიანისთვის, რომ აქ ცხოვრებას ბევრისთვის დაეკარგა აზრი და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს.

ერთადერთი გზა არის სიმართლისთვის თვალის გასწორება და იმის დანახვა, რომ ეს მშვიდობა არის ბუტაფორია და მოგონილი, რომელიც მტრის კეთილ ნებაზე არის დაფუძნებული. მეცხვარე რომ მგლის სიმაძღრეზე იყოს დამოკიდებული, დაახლოებით ეს არის „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, ხოლო შიდა პოლიტიკაში გვაქვს ტყუილი, სადაც ამ კადრების გავრცელებით, პრაქტიკულად, გვეუბნებიან, რასაც ხედავთ, იმას კი არ დაუჯეროთ, იმას დაუჯერეთ, რასაც ჩვენ გეტყვითო“, - განაცხადა კვაშილავამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და საქმე გვაქვს იმასთან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის მთავარი პრინციპები ყველასთვის ცხადად დასანახად უარყო, რის გამოც ხალხმა 2012 წელს აირჩია. სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა სწორედ ციხეზე აკეთებენ აქცენტს და ცდილობენ, რომ ამ სიტუაციიდან გამოძვრნენ, მაგრამ როგორც კადრები აჩვენებს, ეს არის ქცევის ჩამოყალიბებული წესი, როდესაც ამ ოთახში 12 ადამიანი შედის, ერთმანეთს ეფარებიან და დანაშაულს ჩადიან. თავად ამ 12 ადამიანის იქ ყოფნა უკვე არის ძალადობა და, როგორც ჩანს, ეს არის დანერგილი ამ სისტემაში. ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არცერთი ის პირობა არ შეასრულა, რომელიც დადო. ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია, რომელიც არაერთხელ აღუნიშნავს ბიძინა ივანიშვილს, როგორც ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი „უფასო ფულთან“ ერთად. „უფასო ფული“ და „მეოთხე წელს რომ ყველა საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს გაუმჯობესებას“ ანუ 2016 წელს საქართველო კეთილდღეობის ზენიტში უნდა ყოფილიყო, რაც ბუნებრივია, რომ არ დამდგარა. ჩვენი მოქალაქეები ყოველ წელს ტოვებენ ამ ქვეყანას და მიდიან სხვა ქვეყანაში იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი პირობები შექმნა პატიოსანი ადამიანისთვის, რომ აქ ცხოვრებას ბევრისთვის დაეკარგა აზრი და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს. ერთადერთი გზა არის სიმართლისთვის თვალის გასწორება და იმის დანახვა, რომ ეს მშვიდობა არის ბუტაფორია და მოგონილი, რომელიც მტრის კეთილ ნებაზე არის დაფუძნებული. მეცხვარე რომ მგლის სიმაძღრეზე იყოს დამოკიდებული, დაახლოებით ეს არის „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, ხოლო შიდა პოლიტიკაში გვაქვს ტყუილი, სადაც ამ კადრების გავრცელებით, პრაქტიკულად, გვეუბნებიან, რასაც ხედავთ, იმას კი არ დაუჯეროთ, იმას დაუჯერეთ, რასაც ჩვენ გეტყვითო“
ბაკურ კვაშილავა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.