ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ იოსელიანი უნგრეთის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი უნგრეთის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა, სადაც მხარეებმა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, განსაკუთრებით კი სარკინიგზო მიმართულებით თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.

თამარ იოსელიანი უნგრეთის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა
თამარ იოსელიანი უნგრეთის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდარუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი უნგრეთის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რკინიგზაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი ქვეყანას სარკინიგზო სექტორის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში დაეხმარება.

შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: სარკინიგზო უსაფრთხოება და თავსებადობა, მატარებლის მემანქანეთა მართვის მოწმობების გაცემა, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიცირება, უსაფრთხოების სერტიფიცირება და ავტორიზაცია, უსაფრთხოების მართვის სისტემების შეფასება და ეფექტიანი ზედამხედველობა.

საუბრისას აღინიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მათი პროფესიული კომპეტენციების ზრდას და სარკინიგზო უსაფრთხოების რეგულირებისა და ზედამხედველობის პროცესში პრაქტიკული უნარების განვითარებას.

დელეგაცია უნგრეთიდან საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრას ასევე დაესწრო სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ერეკლე კეჟერაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ იოსელიანი: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები