რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ ზოდელავა-ბერიძის ბულინგზე: მათ ქცევით შიშვლდება ის ამაზრზენი სახე რაც განადგურებულ აგენტურულ ჯგუფებს აქვთ
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების თხოვნის შესახებ ოპოზიციის რეაქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს აგენტურული ჯგუფების ამაზრზენ სახეს აშიშვლებს.

4 ოქტომბრის აქცია არ იყო მხოლოდ ძალადობრივი, ეს იყო აგენტურული ჯგუფების შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ დანაშუალის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების თხოვნის შესახებ.
ამ ნაბიჯთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებზე საუბრისას იონათამიშვილი ამბობს, რომ მათ ქცევით შიშვლდება ის ამაზრზენი სახე რაც განადგურებულ აგენტურულ ჯგუფებს აქვთ.
„თუ საზოგადოებაში კიდევ ვინმე არ იყო დარწმუნებული მათ ზნეჩვეულებებში, ვფიქრობ რომ ამ პროცესების შემდეგ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი ექნება საზოგადოების ყველა წევრს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„თუ საზოგადოებაში კიდევ ვინმე არ იყო დარწმუნებული მათ ზნეჩვეულებებში, ვფიქრობ რომ ამ პროცესების შემდეგ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი ექნება საზოგადოების ყველა წევრს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…