პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

"სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართულნი. ისინი შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკებს სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 192 შეკვრა "მეთადონი", ასევე, "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "პრეგაბალინის" შემცველი 150 აბი, კილოგრამზე მეტი "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი".

დაკავებულებს შორისაა პირი, რომლის მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიგაშიფრულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემა - დაკავებულია 11 პირი
  2. იმედინიუსისამთავრობოსამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
  3. ალიაოპოზიციურისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
  4. ფორმულაოპოზიციურინარკოდანაშაულის ბრალდებით საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო და სამი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები