ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ნაცმოძრაობის" აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე "სასახლესთან ჩავიდეთ" იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები?

ნაციონალური მოძრაობასაქართველოს პროკურატურა

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს. მამუკაშვილი კითხვებს აჩენს იმის თაობაზე, თუ როგორ აღიარა ბრალი იმ ადამიანმა, ვინც 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ სასახლესთან მისვლის იდეა წამოაყენა.

"ნაცმოძრაობის" აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე "სასახლესთან ჩავიდეთ" იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები?
"ნაცმოძრაობის" აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე "სასახლესთან ჩავიდეთ" იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები?რუსთავი 2

სჭირდება, ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე "სასახლესთან ჩავიდეთ" იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? - წერს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.

მამუკაშვილი ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს.

აქტივისტი ამბობს, რომ კითხვები რომ ჩნდება, ბუნებრივია და ყველაფრის მართლებას ნუ დაიწყებენ.

"მაშინ, როცა 4 ოქტომბრის გამო ხალხს ცხოვრება დაენგრა, უბრალო ოჯახებს, ზოგ ახალგაზრდას ქვეყნიდან წასვლა მოუწია, ენატრებათ საქართველო და ვერ ჩამოდიან, 7 წლის ბავშვს სახლში შეუვარდნენ და დედამისი მის თვალწინ დააკავეს, ახალგარდა გოგოს 7 წელი მიუსაჯეს, რაც იმის განაჩენიც არის, რომ მოუნდეს, შვილს ვეღარ გააჩენს, მამა დაიჭირეს, რომელსაც 2 და 4 წლის პატარები ჰყავდა, ასევე მეორე მამა დაიჭირეს, რომელსაც 4 შვილი ჰყავდა და მათგან ერთს ღვიძლის დაავადება და მუდმივი მკურნალობა სჭირდება, ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე "სასახლესთან ჩავიდეთ" იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

ის გარეთ იქნება თუ შიგნით ეგ არის მეათასეხარიახოვანი და საკითხის მაგ ჭრილში გადატანა მიამიტობაა, მთავარი არის აი ეს აქცენტი: "ყველას ვთხოვ, მამაკაცური ძალა გამოირჩეს, ქალბატონები აქ უნდა იდგეთ. გამოდით მამაკაცური ძალა ბარათაშვილის პარკისკენ. შევიკრიბებით ახლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს" - ამის ავტორი 1 წლის მერე აღირებს ბრალს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

მას რომ აკავებენ, ამბობს ასეთ რამეს: "არ დაელაპარაკოთ [ფინანსურ] რესურსიან ხალხს, აზრი არ აქვს, მაგაში დრო არ დახარჯოთ. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებულები, თქვენნაირი ხალხი. იქ მეტი სარგებელი იქნება, მეტი თანადგომა იქნება და მეტ საიდუმლოს შენახვაც იქნება. ეს მნიშვნელოვანია ძალიან. ენდეთ იმათ, ვისი ნდობის შინაგანი გრძნობაც გაქვთ. თუ რაღაც გკარნახობთ, რომ არ უნდა ენდოთ – არ ენდოთ იმას." საინტერესოა, თვითონ ვის დაელაპარაკა და ვის ენდო.

მურთაზ ზოდელავას ჯერ 2025 წლის 11 სექტემბერს აკავებენ ხაბეიშვილთან ერთად, ხოლო 2 დღეში ათავისუფლებენ გირაოთი. 2025 წლის 4 ოქტომბერს ის მიდის მიკროფონთან და ასახელებს პრეზიდენტის სასახლეს, უხმობს მამაკაცურ ძალას, მოკლედ ყველაფრის თავი ეგ არი, სხვა ორგანიზატორებს უთქვამთ სასამართლოზე, ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსში ამ სასახლის ამბავზეო.

ხოდა, ამ ყველაფერზე კითხვები რომ ჩნდება, ბუნებრივია და ყველაფრის მართლებას ნუ დაიწყებთ", - წერს მამუკაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ დაელაპარაკოთ [ფინანსურ] რესურსიან ხალხს, აზრი არ აქვს, მაგაში დრო არ დახარჯოთ. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებულები, თქვენნაირი ხალხი. იქ მეტი სარგებელი იქნება, მეტი თანადგომა იქნება და მეტ საიდუმლოს შენახვაც იქნება. ეს მნიშვნელოვანია ძალიან. ენდეთ იმათ, ვისი ნდობის შინაგანი გრძნობაც გაქვთ. თუ რაღაც გკარნახობთ, რომ არ უნდა ენდოთ – არ ენდოთ იმას.“
„საინტერესოა, თვითონ ვის დაელაპარაკა და ვის ენდო. მურთაზ ზოდელავას ჯერ 2025 წლის 11 სექტემბერს აკავებენ ხაბეიშვილთან ერთად, ხოლო 2 დღეში ათავისუფლებენ გირაოთი. 2025 წლის 4 ოქტომბერს ის მიდის მიკროფონთან და ასახელებს პრეზიდენტის სასახლეს, უხმობს მამაკაცურ ძალას, მოკლედ ყველაფრის თავი ეგ არი, სხვა ორგანიზატორებს უთქვამთ სასამართლოზე, ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსში ამ სასახლის ამბავზეო. ხოდა, ამ ყველაფერზე კითხვები რომ ჩნდება, ბუნებრივია და ყველაფრის მართლებას ნუ დაიწყებთ“
მაგდა მამუკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - პროკურატურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები