ალექსეი გონჩარენკო, რუსეთთან დათმობაზე წასვლის მოწოდების გამო, ფრაქციიდან გარიცხეს
უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსეი გონჩარენკო „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც მან რუსეთთან მოლაპარაკებებისა და დათმობაზე წასვლის მოწოდება გაავრცელა.

უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსეი გონჩარენკო „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც ის რუსეთთან მოლაპარაკებებისა და მასთან დათმობაზე წასვლის მოწოდებით გამოვიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ფრაქცია „ევროპული სოლიდარობა“ აცხადებს, რომ ის არის დემოკრატიული პარტია, რომელშიც ყოველთვის არის ადგილი დისკუსიისა და ცხარე დებატებისთვისაც კი. თუმცა, ეს დისკუსიები არ უნდა შეეხოს „ქვეყნის ძირითად ღირებულებებსა და სტრატეგიულ კურსს“.
„ეს პრინციპები დამოუკიდებელია პოლიტიკური კონიუნქტურისგან და არ შეიძლება ვაჭრობის საგნად იქცეს - არც უკრაინის შიგნით და არც, განსაკუთრებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დროს. ალექსეი გონჩარენკოს საჯარო პოზიციები ომის დასრულებასა და უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით განსხვავდება „ევროპული სოლიდარობის“ პოზიციისა და მისი იდეოლოგიური პრინციპებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გასული კვირის ბოლოს, ალექსეი გონჩარენკომ სოციალურ მედიაში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ომის გაგრძელება უშედეგო და უკიდურესად საშიშია უკრაინისთვის და რომ ამიტომ ღირს რუსეთთან მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა მშვიდობის გამო. „ამჟამად რეალობა ასეთია: ომს ვაგებთ, უამრავ ადამიანს ვკარგავთ; არ გვაქვს საკუთარი ფული არა მხოლოდ ომის წარმოებისთვის, არამედ ქვეყნის სამართავადაც კი”, - დაწერა გონჩარენკომ.
ციტატები სტატიიდან
„ეს პრინციპები დამოუკიდებელია პოლიტიკური კონიუნქტურისგან და არ შეიძლება ვაჭრობის საგნად იქცეს - არც უკრაინის შიგნით და არც, განსაკუთრებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დროს. ალექსეი გონჩარენკოს საჯარო პოზიციები ომის დასრულებასა და უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით განსხვავდება „ევროპული სოლიდარობის“ პოზიციისა და მისი იდეოლოგიური პრინციპებისგან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.