პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი: გერმანიას რუსეთთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე ემუქრება

გერმანიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, მარტინ იეგერის განცხადებით, ბერლინსა და მოსკოვს შორის დაპირისპირებამ უფრო სახიფათო ხასიათი მიიღო და გერმანიას რუსეთთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე ემუქრება.

გერმანიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი: გერმანიას რუსეთთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე ემუქრება
იმედინიუსი

გერმანიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარტინ იეგერმა განაცხადა, რომ ბერლინის მოსკოვთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩათრევის რისკი არსებობს.

ბუნდესტაგის საპარლამენტო კონტროლის კომიტეტის ყოველწლიურ მოსმენაზე გამოსვლისას იეგერმა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ბერლინს შორის დაპირისპირებამ ახალი, ბევრად უფრო საშიში ხასიათი მიიღო.

„დაპირისპირებამ, რომელსაც რუსეთთან ვაწყდებით, ახალი, უფრო საშიში განზომილება შეიძინა. გერმანიას რუსეთთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე ემუქრება - ლაიფციგში თავდასხმის მცდელობა ამის მხოლოდ ერთი მაგალითია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსეთი „ჩრდილოვან ომს აწარმოებს“, გერმანიაში კი სამიზნეებზე თავდასხმის საფრთხე „რეალური და გარდაუვალია“.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარტინ იეგერი გერმანიას რუსეთთან ომისკენ სვლის შესახებ აფრთხილებს, დაზვერვის ყოფილი შეფი კი ჯაშუშობაშია მხილებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები