ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საფრანგეთის მოქალაქეების თქმით, საქართველოში გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საფრანგეთის ორი მოქალაქე აცხადებს, რომ ისინი საქართველოში, თბილისის აეროპორტში გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს და რამდენიმე დღე დახურულ ოთახში მძიმე პირობებში აყოფნეს. შსს-ს მტკიცებით, ერთ-ერთმა მათგანმა თავად თქვა უარი შემოსვლაზე, ხოლო მეორეს დოკუმენტაცია არ ჰქონდა წესრიგში.

საფრანგეთის მოქალაქეების თქმით, საქართველოში გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს
საფრანგეთის მოქალაქეების თქმით, საქართველოში გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვესბათუმელები

საფრანგეთის მოქალაქე არტურ გამუსი [Arthur Gamus] „ბათუმელებს“ წერს, რომ ის თავის მეგობართან, ბაისანგურ გაურგაშვილთან [Gaourgashvili Baysangour] ერთად საქართველოში ჩამოფრინდა, თუმცა ის და მისი მეგობარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს და ქვეყანაში გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს.

„რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ, 2026 წლის 14 სექტემბერს, ამსტერდამიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვედით, სასაზღვრო კონტროლის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ საფრანგეთის მოქალაქის პასპორტები, თუმცა, ერთ-ერთმა ოფიცერმა ჩემს მეგობარს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება არ მისცა. პასპორტები წესრიგში გვქონდა, ამიტომ ჩვენთვის გაუგებარი იყო, რატომ არ გვაძლევდნენ ქვეყანაში შესვლის უფლებას“, – გვწერს არტურ გამუსი.

ოფიციალური საჩივრის წერილი, რომელიც არტურმა გადმოგვიგზავნა და რომელიც მისი მეგობრის სახელით არის მომზადებული, წერია, რომ ბაისანგურ გაურგაშვილმა ოფიცერს ასევე უთხრა, რომ მას რუსული წარმოშობა ჰქონდა.

„ოფიცერი მთხოვდა წარმედგინა რუსული პასპორტის ორიგინალი, ავუხსენი, რომ რუსული პასპორტის ორიგინალი თან არ მქონდა. მიუხედავად ამისა, ოფიცერს ვაჩვენე დოკუმენტის ფოტოსურათი. თუმცა ეს არ მიიღეს. ის დაჟინებით მოითხოვდა დოკუმენტის ორიგინალის წარდგენას“, – წერია განცხადებაში, რომელიც ბაისანგურ გაურგაშვილის სახელით არის ხელმოწერილი.

არტურ გამუსის თქმით, ისინი ითხოვდნენ სამართლებრივ განმარტებას, თუ რატომ არ უშვებდნენ ქვეყანაში და „ზუსტი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების მითითებას“.

„მოვითხოვეთ განემარტათ შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, ადმინისტრაციული პროცედურა და ის კონკრეტული მიზეზები, რომლებსაც ჩვენს შემთხვევაში დაეყრდნონ.

თუმცა, ჩვენ გადაგვიყვანეს დახურულ, უფანჯრო ოთახში, რომელიც, ჩვენი აღქმითა და არსებული გარემოებების გათვალისწინებით, დაკავების ან დროებითი მოთავსების ადგილის ფუნქციას ასრულებდა.

რამდენადაც მახსოვს, იქ დაახლოებით სამი დღე დავყავით.

ჩვენ ისევ ვითხოვდით, რომ ეცნობებინათ ჩვენი სამართლებრივი სტატუსი, რომლითაც ამ იზოლატორში ვიმყოფებოდით“, – გვწერს არტურ გამუსი.

მისი თქმით და მისი მეგობრის აღწერით, დაკავების შემდეგ ისინი უკიდურესად მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ.

„ოთახი ძალიან პატარა იყო, არ ჰქონდა ფანჯარა, რომელიც გარე ხედს უზრუნველყოფდა. გვციოდა და ბარგზე წვდომა არ გვქონდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ თბილი ტანსაცმლის აღებას ვერ ვახერხებდით.

ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონებიც, რის გამოც აღარ გვქონდა ოჯახის წევრებთან და დაწესებულების გარეთ მყოფ სხვა პირებთან კომუნიკაციის საშუალება.

დაკავების პერიოდში არ ვიღებდით საკმარისი რაოდენობის საკვებს. ოთახში შევნიშნეთ ტარაკნებიც“, – გვწერს არტურ გამუსი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ტელეფონები წაართვეს, დრონის მეშვეობით მაინც მოახერხეს დაკავების ოთახის გადაღება, სადაც ჩანს, თუ რა პირობებში უწევდათ ყოფნა.

როგორც არტური გვწერს, ის პირველად იმყოფებოდა საქართველოში და რამდენიმე დღე აპირებდა მოგზაურობას. თუმცა, ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

არტურის მეგობრის განცხადებაში ასევე წერია, რომ მზად არიან მიაწოდონ გამოძიებას ყველა საჭირო მტკიცებულება, იმისთვის რომ გაირკვეს, რა მიზეზით დააყოვნეს ისინი აეროპორტში.

„მზად ვარ, მოთხოვნის შემთხვევაში და დადგენილი პროცედურის შესაბამისად, აღნიშნული მასალები კომპეტენტურ ორგანოს გადავცე, რომ დაადგინონ ითამაშა თუ არა რაიმე როლი ჩემმა ფრანგულმა ეროვნებამ ან რუსულმა წარმოშობამ იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ჩემთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ან იმგვარ მოპყრობაში, რომელიც მე და ჩემს თანამგზავრს შეგვხვდა“, – წერს ბაისანგურ გაურგაშვილი.

საფრანგეთის მოქალაქეები ასევე ითხოვენ, რომ გამოძიებამ დაადგინოს მათი იზოლატორში ყოფნის ხანგრძლივობა და საფუძველი, შეისწავლოს მატერიალური და სანიტარული პირობები იმ ოთახის, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, „შეესაბამებოდა თუ არა ჩვენ მიმართ განხორციელებული მოპყრობა საქართველოს და საერთაშორისო სტანდარტებს“.

ისინი ასევე საუბრობენ ფსიქოლოგიურ გავლენაზე, „რომელიც ზემოთ აღწერილმა გარემოებებმა მოახდინა ჩვენზე“, – გვწერენ უცხოელები.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს და ჰკითხა, რა იყო საფრანგეთის მოქალაქეების საქართველოში არ შემოშვების საფუძველი და დაირღვა თუ არა აღნიშნული პირების უფლებები მათი თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში?

შსს-ში გვითხრეს, რომ საფრანგეთის მოქალაქისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარი არ უთქვამს საქართველოს. „მან თავად თქვა უარი ქვეყანაში შემოსვლაზე“, – გვითხრეს შსს-ში.

რაც შეეხება მეორე პირს – ბაისანგურ გაურგაშვილს, მასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ არტურის თანმხლებ პირს, დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდა.

„ბათუმელებმა“ ინფორმაცია კვლავ გადაამოწმა არტურ გამუსთან და ჰკითხა, რატომ თქვა მან უარი საქართველოში შემოსვლაზე მას შემდეგ, როცა მის მეგობარს არ მისცეს საზღვრის კვეთის უფლება?

არტური გვწერს, რომ შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

„ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მე არ მიმიღია თავისუფალი და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, რომ არ შემოვსულიყავი საქართველოში. მე უკვე გავლილი მქონდა სასაზღვრო კონტროლი და მხოლოდ იმიტომ გავბრუნდი უკან, როცა დავინახე, რომ ჩემ მეგობარს პრობლემა შეექმნა შემოსვლაზე. ჩვენ მოვითხოვდით ახსნა-განმარტებას.

ამის შემდეგ, ჩამომართვეს პასპორტი და აღარ დამიბრუნეს. შედეგ კი მთლიანად მათი კონტროლის ქვეშ ვიმყოფებოდი ამსტერდამში გაფრენამდე“, – გვწერს არტურ გამუსი.

რაც შეეხება თანმხლებ პირს, მას როგორც არტური გვწერს, თან ჰქონდა საფრანგეთის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მას თავისუფალი მგზავრობის შესაძლებლობას აძლევს.

„გაურგაშვილი მოგზაურობდა ალპ-მარატიმის (Alpes-Maritimes) პრეფექტურის მიერ გაცემული ოფიციალური, მოქმედი ფრანგული პასპორტით და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებისთვის წარდგენილი დოკუმენტი ნამდვილად იყო ოფიციალური ფრანგული დოკუმენტი.

მასზე მკაფიოდ არის დატანილი წარწერა «RÉPUBLIQUE FRANÇAISE» (საფრანგეთის რესპუბლიკა)“, – გვწერს ის და აღნიშნული დოკუმენტის ფოტოს გვიგზავნის.

აღნიშნული დოკუმენტი [და არა პასპორტი] ნამდვილად არის გაცემული საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტს იმ პირისთვის, რომელსაც საფრანგეთში მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი.

დოკუმენტზე გარკვევით წერია, რომ ამ საბუთის მფლობელს შეუძლია ყველა ქვეყანაში შესვლა, გარდა რუსეთისა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოფიცერი მთხოვდა წარმედგინა რუსული პასპორტის ორიგინალი, ავუხსენი, რომ რუსული პასპორტის ორიგინალი თან არ მქონდა. მიუხედავად ამისა, ოფიცერს ვაჩვენე დოკუმენტის ფოტოსურათი. თუმცა ეს არ მიიღეს. ის დაჟინებით მოითხოვდა დოკუმენტის ორიგინალის წარდგენას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მზად ვარ, მოთხოვნის შემთხვევაში და დადგენილი პროცედურის შესაბამისად, აღნიშნული მასალები კომპეტენტურ ორგანოს გადავცე, რომ დაადგინონ ითამაშა თუ არა რაიმე როლი ჩემმა ფრანგულმა ეროვნებამ ან რუსულმა წარმოშობამ იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ჩემთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ან იმგვარ მოპყრობაში, რომელიც მე და ჩემს თანამგზავრს შეგვხვდა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„გაურგაშვილი მოგზაურობდა ალპ-მარატიმის (Alpes-Maritimes) პრეფექტურის მიერ გაცემული ოფიციალური, მოქმედი ფრანგული პასპორტით და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებისთვის წარდგენილი დოკუმენტი ნამდვილად იყო ოფიციალური ფრანგული დოკუმენტი. მასზე მკაფიოდ არის დატანილი წარწერა «RÉPUBLIQUE FRANÇAISE» (საფრანგეთის რესპუბლიკა)“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ, 2026 წლის 14 სექტემბერს, ამსტერდამიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვედით, სასაზღვრო კონტროლის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ საფრანგეთის მოქალაქის პასპორტები, თუმცა, ერთ-ერთმა ოფიცერმა ჩემს მეგობარს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება არ მისცა. პასპორტები წესრიგში გვქონდა, ამიტომ ჩვენთვის გაუგებარი იყო, რატომ არ გვაძლევდნენ ქვეყანაში შესვლის უფლებას“
არტურ გამუსი
„მოვითხოვეთ განემარტათ შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, ადმინისტრაციული პროცედურა და ის კონკრეტული მიზეზები, რომლებსაც ჩვენს შემთხვევაში დაეყრდნონ. თუმცა, ჩვენ გადაგვიყვანეს დახურულ, უფანჯრო ოთახში, რომელიც, ჩვენი აღქმითა და არსებული გარემოებების გათვალისწინებით, დაკავების ან დროებითი მოთავსების ადგილის ფუნქციას ასრულებდა. რამდენადაც მახსოვს, იქ დაახლოებით სამი დღე დავყავით. ჩვენ ისევ ვითხოვდით, რომ ეცნობებინათ ჩვენი სამართლებრივი სტატუსი, რომლითაც ამ იზოლატორში ვიმყოფებოდით“
არტურ გამუსი
„ოთახი ძალიან პატარა იყო, არ ჰქონდა ფანჯარა, რომელიც გარე ხედს უზრუნველყოფდა. გვციოდა და ბარგზე წვდომა არ გვქონდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ თბილი ტანსაცმლის აღებას ვერ ვახერხებდით. ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონებიც, რის გამოც აღარ გვქონდა ოჯახის წევრებთან და დაწესებულების გარეთ მყოფ სხვა პირებთან კომუნიკაციის საშუალება. დაკავების პერიოდში არ ვიღებდით საკმარისი რაოდენობის საკვებს. ოთახში შევნიშნეთ ტარაკნებიც“
არტურ გამუსი
„რომელიც ზემოთ აღწერილმა გარემოებებმა მოახდინა ჩვენზე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მე არ მიმიღია თავისუფალი და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, რომ არ შემოვსულიყავი საქართველოში. მე უკვე გავლილი მქონდა სასაზღვრო კონტროლი და მხოლოდ იმიტომ გავბრუნდი უკან, როცა დავინახე, რომ ჩემ მეგობარს პრობლემა შეექმნა შემოსვლაზე. ჩვენ მოვითხოვდით ახსნა-განმარტებას. ამის შემდეგ, ჩამომართვეს პასპორტი და აღარ დამიბრუნეს. შედეგ კი მთლიანად მათი კონტროლის ქვეშ ვიმყოფებოდი ამსტერდამში გაფრენამდე“
არტურ გამუსი
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.