ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ვიეტნამის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლად დანიშნულ ელჩთან ნუენ თან ლესთან, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ვიეტნამის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ვიეტნამის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართაპირველი არხი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლად დანიშნულ ელჩთან (რეზიდენციით ქ. ასტანა) ნუენ თან ლესთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას და ამ კონტექსტში აღინიშნა, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. საუბარი ასევე შეეხო ახლო მომავალში, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის საკითხს, რაც მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიეტნამის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. საუბარი ასევე შეეხო ახლო მომავალში, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის საკითხს, რაც მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიეტნამის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.