ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

თურქეთში ჟურნალისტი ქართველ ლგბტქი+ აქტივისტთან ინტერვიუს მიზეზით დააკავეს

ქართული ოცნება

თურქეთში ჟურნალისტი და მწერალი თუბა თექერექი ქართველ ლგბტქი+ აქტივისტთან და „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელთან ინტერვიუს მიზეზით დააკავეს. დაკავება მოჰყვა ლგბტქი+ ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ გამოძიებას. თურქეთის ჟურნალისტთა პროფკავშირმა მომხდარი დაგმო და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

თურქეთში ჟურნალისტი ქართველ ლგბტქი+ აქტივისტთან ინტერვიუს მიზეზით დააკავეს
თურქეთში ჟურნალისტი ქართველ ლგბტქი+ აქტივისტთან ინტერვიუს მიზეზით დააკავესნეტგაზეთი

თურქეთში ჟურნალისტი თუბა თექერექი ქართველ ლგბტქი+ აქტივისტთან ინტერვიუს მიზეზით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი თურქული მედია სააგენტო Bianet ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჟურნალისტი და მწერალი თუბა თექერექი დააკავეს ლგბტქი+ ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური გამოძიების ფარგლებში. მათივე ცნობით, თურქეთის ხელისუფლება ჟურნალისტის დაკავების მიზეზად მიუთითებს 2024 წლის სტატიას, რომელიც მან საქართველოში ლგბტქი+ უფლებების შესახებ დაწერა.

„თექერექი სტამბოლში ღამით დააკავეს და პოლიციის ზნეობის ბიუროში გადაიყვანეს, სადაც თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებული „უხამსობის“ ბრალდებით გამოკითხეს. მოგვიანებით იგი ანკარაში გადაიყვანეს და ანკარის სასამართლოში იმყოფება, სადაც, სავარაუდოდ, პროკურორებს მისცემს ჩვენებას“, – წერს მედია.

სტატია, რომელიც თექერექის დაკავების საფუძვლად დასახელდა, Kaos GL-მა 2024 წლის 26 ოქტომბერს გამოაქვეყნა, სათაურით: „ლგბტქი+ ადამიანად ყოფნა საქართველოს არჩევნებზე: „თავს ერთდროულად გმირადაც ვგრძნობ და დისტოპიაშიც“.

Kaos GL თურქეთში ლგბტქ+ უფლებადაცვითი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთ ყველაზე ძველ და მსხვილ გაერთიანებას წარმოადგენს. ასოციაცია Kaos GL ერთ-ერთი ის ჯგუფია, რომელიც თურქეთში მიმდინარე გამოძიების ცენტრშია. მისი გამგეობის წევრები ანკარაში 13 სექტემბრის რეიდების დროს დააკავეს.

სტატიაში თექერექი აშუქებდა საქართველოში ლგბტქი+-ის წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობას, საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ ანტი-ლგბტქი+ რიტორიკასა და „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელის, თამარ ჯაყელის უსაფრთხოების პრობლემებს.

რეპორტაჟში ასევე განხილული იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ანტი-ლგბტქი+ კამპანია ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების წინ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონმდებლობა.

თექერექის სტატიაში ასევე აღნიშნული იყო, რომ საქართველოში ლგბტქი+ ორგანიზაციები მზარდი ზეწოლის, ახალი კანონმდებლობისა და თავდასხმის მუქარების ფონზე საქმიანობის გაგრძელებას ძლივს ახერხებდნენ.

თურქეთის ჟურნალისტთა პროფკავშირმა (TGS) დაგმო თუბა თერექის დაკავება და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

„ჟურნალისტის საქმე ახალი ამბების გაშუქებაა. ჩვენ არ ვაღიარებთ პროფესიული საქმიანობის გამოძიებისა და დაკავების საფუძვლად ქცევას. პრესისა და გამოხატვის თავისუფლების გარეშე ჟურნალისტებისთვის პროფესიული უსაფრთხოება ვერ იარსებებს,“ — განაცხადა პროფკავშირმა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თექერექი სტამბოლში ღამით დააკავეს და პოლიციის ზნეობის ბიუროში გადაიყვანეს, სადაც თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებული „უხამსობის“ ბრალდებით გამოკითხეს. მოგვიანებით იგი ანკარაში გადაიყვანეს და ანკარის სასამართლოში იმყოფება, სადაც, სავარაუდოდ, პროკურორებს მისცემს ჩვენებას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.