ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

"მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა დაიწყო ნდობით ორივე მხრიდან და მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში იქნება" - "ტრამპ თაუერის" პროექტის ერთ-ერთი ინვესტორი, ზაზა ფაჩულია

საქართველოში "ტრამპ თაუერის" პროექტის განხორციელება ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვან მოვლენად ფასდება. პროექტის ერთ-ერთმა ინვესტორმა, ზაზა ფაჩულიამ აღნიშნა, რომ ბრენდის შემოსვლა ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობაა.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა დაიწყო ნდობით ორივე მხრიდან და მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში იქნება" - "ტრამპ თაუერის" პროექტის ერთ-ერთი ინვესტორი, ზაზა ფაჩულია
"მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა დაიწყო ნდობით ორივე მხრიდან და მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში იქნება" - "ტრამპ თაუერის" პროექტის ერთ-ერთი ინვესტორი, ზაზა ფაჩულიარუსთავი 2

საქართველოში "ტრამპ თაუერის" პროექტის განხორციელება ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად ფასდება. მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდის შემოსვლას ქართველი ინვესტორები ნდობაზე დაფუძნებულ და უნიკალურ პარტნიორობად მიიჩნევენ.

პროექტის მნიშვნელობასა და კონკურენტულ გარემოში საუკეთესოობის ამბიციაზე "ტრამპ თაუერის" პროექტის ერთ-ერთმა ინვესტორმა, ზაზა ფაჩულიამ ისაუბრა.

"მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის, განვითარებისთვის, მომავლისთვის, რადგანაც ისეთი ძლიერი, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი [შემოდის საქართველოში]. თვითონ ერიკ ტრამპმაც გამოსვლაში აღნიშნა, რომ ამბიცია აქვს, იყოს საუკეთესო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი კონკურენციაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა დაიწყო ნდობით ორივე მხრიდან და მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში იქნება. არ არის ძალიან ბევრი პროექტი მსოფლიო მასშტაბით," - აცხადებს ზაზა ფაჩულია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.