ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მკვლევრების თქმით, სლოვენიის მყინვარი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაქრეს

მეცნიერთა განცხადებით, სლოვენიაში მდებარე ტრიგლავის მყინვარი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში სრულად გაქრეს. კლიმატის ცვლილებისა და უჩვეულოდ თბილი ზამთრის გამო, მყინვარმა ფუნქციონირება შეწყვიტა, რაც, მკვლევრების შეფასებით, გლობალური პროცესების ნაწილია და უარყოფითად აისახება სარწყავ წყალზე.

მკვლევრების თქმით, სლოვენიის მყინვარი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაქრეს
მკვლევრების თქმით, სლოვენიის მყინვარი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაქრესრადიო თავისუფლება

მეცნიერები ტრიგლავის მყინვარს 1946 წლიდან ადევნებენ თვალს, როდესაც იგი დაახლოებით 14 ჰექტარზე იყო გადაჭიმული. ბოლო წლებში მან, როგორც მყინვარმა, ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება, ახალი ყინული აღარ წარმოქმნილა.

„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ყინულის სულ ბოლო ნარჩენები პირდაპირი მნიშვნელობით გაქრება ამ მომავალი დღეების განმავლობაში, – განაცხადა სლოვენიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის კვლევითი ცენტრის ანტონ მელიკის სახელობის გეოგრაფიული ინსტიტუტის თანამშრომელმა, მიჰა პავშეკმა.

„პირადად მე 30 წელია მას ვადევნებ თვალს, – თქვა პავშეკმა, – როგორც ჩანს, ეს დიდი ამოცანაა, ყოველ შემთხვევაში, ტრიგლავს რაც შეეხება, ის წელს სრულდება.“

კლიმატის ცვლილების დაჩქარებასთან ერთად, გასულ ზამთარს მყინვარზე საშუალოზე ნაკლები თოვლი მოვიდა, რომელიც უჩვეულოდ ადრე დადნა, რამაც დარჩენილი ყინული ზაფხულის სიცხის წინაშე უფრო დიდხანს დატოვა დაუცველი.

„დაცულმა, ჩრდილიანმა ადგილმდებარეობამაც კი ვეღარ იხსნა ამ ნამდვილი მყინვარების ნარჩენები,“ – განაცხადა პავშეკმა.

მთელ ევროპაში, სადაც ნებისმიერ სხვა კონტინენტთან შედარებით უფრო სწრაფად დნება მყინვარები, მათი რაოდენობა სწრაფად მცირდება.

პავშეკმა აღნიშნა, რომ მეზობელ ავსტრიაში მყინვარების გაქრობამ შესაძლოა საბოლოოდ შეამციროს წყლის ნაკადები დრავასა და მურას მდინარეთა აუზებში, რომლებიც სლოვენიაში სარწყავი წყლის მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენს.

„ეს გავლენას იქონიებს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ისინი რწყავენ, როგორიცაა დრავასა და პტუის ველები და მურას რეგიონის ნაწილები,“ – განაცხადა მან.

Embed

share

როგორ შევაჩეროთ „გაუდაბნოება“ და „მყინვარის დნობა“?

by რადიო თავისუფლება

Embed

share

The code has been copied to your clipboard.

The URL has been copied to your clipboard

No media source currently available

0:00

0:20:17

0:00

გადმოწერა

| MP3

ცუდი დღე ადგას შვეიცარიის ალპების მყინვარებს: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შვეიცარიამ მყინვარების დაახლოებით 20 პროცენტი დაკარგა, წერს The Guardian-ი შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ქსელისა და შვეიცარიის კრიოსფეროზე დაკვირვების კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით.

მკვლევრები თვიან, რომ გლობალური დათბობის ამჟამინდელი ტემპების პირობებში 2100 წლისთვის დედამიწაზე გაქრება მყინვარების 68%, უარეს შემთხვევაში - 83%, საუკეთესო შემთხვევაში კი - ნახევარზე ნაკლები.

ამის თაობაზე წერდა ჟურნალი Science-ი.

მეცნიერთა თანახმად, ამ საერთო მსოფლიო პროცესის ნაწილია საქართველოს მყინვარებიც.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პირადად მე 30 წელია მას ვადევნებ თვალს, – თქვა პავშეკმა, – როგორც ჩანს, ეს დიდი ამოცანაა, ყოველ შემთხვევაში, ტრიგლავს რაც შეეხება, ის წელს სრულდება.“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შვეიცარიაში მყინვარების მოცულობა 5,5%-ით შემცირდა წლევანდელი რეკორდული სიცხის ფონზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები