ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შვეიცარიაში მყინვარების მოცულობა 5,5%-ით შემცირდა წლევანდელი რეკორდული სიცხის ფონზე

2026 წლის პირველ რვა თვეში შვეიცარიის მყინვარების მოცულობა 5,5%-ით შემცირდა ზაფხულის რეკორდული სიცხისა და მცირეთოვლიანი ზამთრის ფონზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანამ მყინვარების დაახლოებით 20 პროცენტი დაკარგა.

შვეიცარიაში მყინვარების მოცულობა 5,5%-ით შემცირდა წლევანდელი რეკორდული სიცხის ფონზე
შვეიცარიაში მყინვარების მოცულობა 5,5%-ით შემცირდა წლევანდელი რეკორდული სიცხის ფონზერადიო თავისუფლება

2026 წლის პირველ რვა თვეში შვეიცარიის მყინვარების მოცულობა 5,5 პროცენტით შემცირდა იმ რეკორდული სიცხის ფონზე, რომელიც ამ ზაფხულში აღინიშნა ევროპაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შვეიცარიამ მყინვარების დაახლოებით 20 პროცენტი დაკარგა, წერს The Guardian-ი შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ქსელისა და შვეიცარიის კრიოსფეროზე დაკვირვების კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით.

დოკუმენტის თანახმად, წელს ცალკეული მყინვარების საშუალო სისქე 2,5-4 მეტრით შემცირდა. აღინიშნება, რომ წელს ევროპაში მყინვარების „კოლოსალური“ დნობა გამოიწვია რეკორდულმა სიცხემ, რომელსაც წინ უძღოდა მცირეთოვლიანი ზამთარი.

როგორც The Guardian-ი აღნიშნავს, ევროპაში ორჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. შვეიცარიის მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს ანალიზის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდი ყველაზე ცხელი და მშრალი იყო დაკვირვებათა მთელი ისტორიის განმავლობაში, 1864 წლიდან მოყოლებული.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მკვლევრების თქმით, სლოვენიის მყინვარი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაქრესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები