პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში საბერძნეთისა და ნორვეგიის ელჩებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრები გამართა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან და ნორვეგიის ელჩთან ლისე სინოვე ნურგორდთან, სადაც ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში საბერძნეთისა და ნორვეგიის ელჩებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ინტერპრესნიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, სოტირია თეოჰარიდისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.

„ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ და ხალხთა შორის არსებულ კავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგს. საუბარი ასევე, შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

მაკა ბოჭორიშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან, ლისე სინოვე ნურგორდთან.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას.

„მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს როლზე რეგიონში და საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ხაზი გაესვა პარტნიორებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის და დიალოგის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნორვეგიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
  2. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები