მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს, სოტირია თეოჰარიდისს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, სოტირია თეოჰარიდისთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ და ხალხთა შორის არსებულ კავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგს.
საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
მაკა ბოჭორიშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამაკა ბოჭორიშვილი დღეს საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა • POSTV
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…