ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მურთაზ ზოდელავას მეუღლე - საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო, მაგრამ ახლა თავს ნორმალურად გრძნობს

მურთაზ ზოდელავას მეუღლისა და ადვოკატის, მაია მუმლაძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება. მისი თქმით, ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ადრე არ იყო სახარბიელო, თუმცა ახლა თავს ნორმალურად გრძნობს, ხოლო დეტალებზე თავად მსჯავრდებული გააკეთებს კომენტარს.

მურთაზ ზოდელავას მეუღლე - საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო, მაგრამ ახლა თავს ნორმალურად გრძნობს
მურთაზ ზოდელავას მეუღლე - საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო, მაგრამ ახლა თავს ნორმალურად გრძნობსინტერპრესნიუსი

მურთაზ ზოდელავა თვითონ გააკეთებს კომენტარს, მისი მოტივაცია რა არის [საპროცესო შეთანხმების თაობაზე]. მე ვთვლი, რომ ეს არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა და მეუღლემ, მაია მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიღწეული საპროცესო შეთანხმების დეტალებზე ამ ეტაპისთვის ვერ ისაუბრებს.

“მე არ ვთვლი, რომ რამე შეიცვალა, ახლა. პოზიცია აბსოლუტურად იგივეა ჩემი შეფასებით და გადასახედით. დიახ, მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა მიღწეული შეთანხმების შესახებ, ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით. როდესაც იქნება საბოლოო შეთანხმება მიღწეული, შემდეგ შევძლებ, რომ კონკრეტული განცხადება გავაკეთო. მურთაზ ზოდელავა თვითონ გააკეთებს კომენტარს, მისი მოტივაცია რა არის [ საპროცესო შეთანხმების თაობაზე].

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო, მაგრამ ახლა თავს ნორმალურად გრძნობს და იმედი მაქვს, რომ ასე იქნება.

ვინაიდან საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, არ მინდა სამართლებრივ ჭრილში განვიხილო მტკიცებულებები, რა იყო, რა არ იყო - ეს ყველამ კარგად ვნახეთ პირველი ინსტანციის სასამართლოში. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შეფასებით, ეს არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება დღეს, მოცემულ ვითარებაში”, - განაცხადა მაია მუმლაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე არ ვთვლი, რომ რამე შეიცვალა, ახლა. პოზიცია აბსოლუტურად იგივეა ჩემი შეფასებით და გადასახედით. დიახ, მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა მიღწეული შეთანხმების შესახებ, ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით. როდესაც იქნება საბოლოო შეთანხმება მიღწეული, შემდეგ შევძლებ, რომ კონკრეტული განცხადება გავაკეთო. მურთაზ ზოდელავა თვითონ გააკეთებს კომენტარს, მისი მოტივაცია რა არის [ საპროცესო შეთანხმების თაობაზე]. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო, მაგრამ ახლა თავს ნორმალურად გრძნობს და იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. ვინაიდან საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, არ მინდა სამართლებრივ ჭრილში განვიხილო მტკიცებულებები, რა იყო, რა არ იყო - ეს ყველამ კარგად ვნახეთ პირველი ინსტანციის სასამართლოში. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შეფასებით, ეს არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება დღეს, მოცემულ ვითარებაში“
მაია მუმლაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მურთაზ ზოდელავასთან მიღწეულ საპროცესო გარიგებას სასამართლო 3 ნოემბერს დაამტკიცებს - სხდომა ჩაინიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები