ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სუპერმარკეტების მოგების მარჟა [EBITDA] შემცირდა, ხელფასების ხარჯი და შემოსავლები გაიზარდა - G&T

საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედი ბრენდული სუპერმარკეტების ქსელების საოპერაციო მომგებიანობა (EBITDA მარჟა) 5.4%-დან 4%-მდე შემცირდა, რაც საერთო მოგების მარჟის კლებამ და სახელფასო ხარჯების ზრდამ განაპირობა. მიუხედავად მარჟების შეკუმშვისა, ჯამური შემოსავლები 12.8%-ით გაიზარდა და 5.4 მილიარდი ლარი შეადგინა, ძირითადად არსებულ მაღაზიებში გაყიდვების ზრდის ხარჯზე.

სუპერმარკეტების მოგების მარჟა [EBITDA] შემცირდა, ხელფასების ხარჯი და შემოსავლები გაიზარდა - G&T
სუპერმარკეტების მოგების მარჟა [EBITDA] შემცირდა, ხელფასების ხარჯი და შემოსავლები გაიზარდა - G&TBM.GE

საქართველოში მოქმედი ბრენდული სუპერმარკეტების ქსელების საოპერაციო მომგებიანობა შემცირდა. მიზეზი საერთო მოგების მარჟის კლება და პერსონალის ხელფასებზე გაწეული ხარჯების ზრდაა - ამის შესახებ აღნიშნულია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის FMCG (ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის) ბაზრის 2026 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვაში.

კვლევის თანახმად, შერჩეული ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა (საოპერაციო მომგებიანობა) გასული წლის 5.4%-დან 4.%-მდე შემცირდა.

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების განმარტებით, მომგებიანობის კლება ორმა მთავარმა ფაქტორმა განაპირობა:

საერთო მოგების მარჟის შემცირება: მაჩვენებელი 27.1%-დან 26.3%-მდე შემცირდა.

სახელფასო ხარჯების ზრდა: 2026 წლის პირველ ნახევარში სახელფასო ხარჯების ფარდობამ კომპანიების შემოსავალთან 12.9% შეადგინა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე (12.3%).

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ იჯარისა (4.0%) და სხვა საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალთან მიმართებით თითქმის უცვლელი დარჩა.

ფინანსური მარჟების შეკუმშვის პარალელურად, ბრენდულ ქსელებში ახალი მაღაზიების გახსნის ტემპი შენელებულია 2025-2026 წლებში, 2021-2024 წლებთან შედარებით. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბაზარზე ბრენდული მაღაზიების რიცხვი სულ 41 ობიექტით გაიზარდა.

მიუხედავად მომგებიანობის შემცირებისა, ბრენდული ქსელების ჯამური შემოსავლები მაინც გაიზარდა (+12.8% წლიურად) და 5.4 მილიარდი ლარი შეადგინა. თუმცა, ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო არა ახალი ობიექტების დამატებით, არამედ არსებულ მაღაზიებში გაყიდვების მატებით (LFL ზრდამ 10.3% შეადგინა).

ცნობისთვის, 2026 წლის პირველ ნახევარში მთლიანი FMCG სექტორის შემოსავლებმა 13.1 მლრდ ლარს მიაღწია, საიდანაც ბრენდულ სუპერმარკეტებზე ბაზრის 41.1% მოდის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
2025 წელს “ორი ნაბიჯის” გაყიდვები 1.63 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - კომპანიის შედეგები გასაჯაროვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები