"შემოდგომის წყალტუბოს" ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა
წყალტუბოში სახალხო დღესასწაული "შემოდგომის წყალტუბო" გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება, საგამოფენო სივრცეები, პერფორმანსები და თეატრალიზებული მსვლელობა მოწყო. ღონისძიებაზე უმასპინძლეს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებსა და საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებს, დასკვნით ნაწილში კი საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს.

სახალხო დღესასწაული წყალტუბოში - "შემოდგომის წყალტუბოს" ფარგლებში, ქალაქში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა.
ამასთან, წყალტუბომ დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებსა და საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებს უმასპინძლა. სახალხო ზეიმის ფარგლებში, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გაიმართა პერფორმანსები და თეატრალიზებული მსვლელობა.
დღესასწაულის დასკვნით ნაწილში წყალტუბოს საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს; მადლობის სიგელები გადასცეს ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.