ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს - პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი, ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის კუთხით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2020 წლის შემდეგ ქვეყნის რეალური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9,3 პროცენტს შეადგენს, ხოლო პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტია, რაც საქართველოს ევროპაში პირველ ადგილზე აყენებს ზრდის კუთხით.

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს - პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი, ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის კუთხით
ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს - პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი, ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის კუთხითრუსთავი 2

2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა, რაშიც ინფლაცია არ შედის, იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს, ეს არის პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი. ამ მაჩვენებლებით, მათ შორის წლევანდელი მაჩვენებლით საქართველო არის ევროპაში პირველ ადგილზე ზრდის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოო ჯამში ყველაფერი დგას ეკონომიკაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკური პოზიციები, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და ა.შ.

„ჩვენი მოცემულობა იყო ძალიან მძიმე ჯერ 90-იანი წლები რომ ავიღოთ, მათ შორის მიგრაციას განაპირობებს ეკონომიკური მდგომარეობა. მთავარი ფაქტორი მიგრაციისა არის სწორედ ეკონომიკური მდგომარეობა. მაგალითად გახსოვთ, რომ საბერძნეთში 90-იან წლებში ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა, ახლა რომ შეხედო სტატისტიკას მეტი ბრუნდება, ვიდრე მიდის, ფაქტობრივად აღარ მიდიან საბერძნეთში საცხოვრებლად და ბევრი უკან ბრუნდება კიდეც. ამას აქვს მარტივი მიზეზი, რომ ავიღოთ ჩვენ 90-იანი წლების მონაცემები, არის მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, რითაც იანგარიშება რეალურად ის, თუ როგორი სხვაობაა მოსახლეობების სოციალურ მდგომარეობას შორის ამა თუ იმ ქვეყანაში. საბერძნეთი 90-იან წლებში გვისწრებდა 9-ჯერ. ასეთ პირობებში ფიზიკის კანონები მოქმედებს და ადამიანი მიდის საცხოვრებლად იმ ქვეყანაში, სადაც არის უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა და შესაბამისად სოციალური მდგომარეობა. 9-ჯერ გვისწრებდა, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები 1994-1995-1996 წლებში. დღეს ჩამორჩენა არის 2026 წლის იმავე სავალუტო ფონდის პროგნოზით არის 40 პროცენტი. 40 პროცენტი არის მინიმალური ჩამორჩენა, ასეთ პირობებში ინტერესი, რომ ადამიანი ადავიდეს საცხოვრებლად ერთი ქვეყნიდან მეორეში, პრაქტიკულად აღარ არსებობს

ავიღოთ სხვა ქვეყნის მონაცემები 2012 წლის მაჩვენებლებს ავიღებ მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებს რომ გავყვეთ - გერმანია 2012 წელს გვისწრებდა 2,5-ჯერ მოსახლეობის სოციალური დონით, საფრანგეთი გვისწრებდა 4-ჯერ და საბერძნეთი ჯერ კიდევ გვისწრებდა 2,5-ჯერ. 2026 წლის პროგნოზით უკვე ამ წლის ბოლოსთვის, გერმანიასთან ჩამორჩენა იქნება დაახლოებით ორმაგი, ასევე საფრანგეთთანაც ორმაგი, საბერძნეთთან ჩამორჩენა იქნება 40 პროცენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა პროცესები, ასევე ჩვენ ფარდობითად სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ვაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას 2012 წლიდან და განსაკუთრებით 2020 წლიდან. საქართველო თუ იყო სადღაც მეასე ადგილზე 2012 წელს ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლით, მთავარი განმსაზღვრელი მაჩვენებლით, დღეს ვართ დაახლოებით 70-ე ადგილზე. 30 ადგილით გავიუმჯობესეთ მდგომარეობა სხვა ქვეყნებთან მიმართებით. მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. თქვენ იცით, რომ 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა, რაშიც ინფლაცია არ შედის, იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს, ეს არის პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი. ამ მაჩვენებლებით, მათ შორის წლევანდელი მაჩვენებლით საქართველო არის ევროპაში პირველ ადგილზე ზრდის კუთხით. ასევე 2012 წელს რომ შევედაროთ და 2020 წელსაც ჩვენი ეკონომიკა 2012 წელს იყო 28 მილიარდი ლარი, 2020 წელს უკვე გახდა 50 მილიარდამდე. დღევანდელი მონაცემებით არის 104,6 მილიარდი ლარი. წელს ამ ტემპით გადასცდება ყველა შემთხვევაში 115 მილიარდ ლარს და 120 მილიარდ ლარს მიუახლოვდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი მოცემულობა იყო ძალიან მძიმე ჯერ 90-იანი წლები რომ ავიღოთ, მათ შორის მიგრაციას განაპირობებს ეკონომიკური მდგომარეობა. მთავარი ფაქტორი მიგრაციისა არის სწორედ ეკონომიკური მდგომარეობა. მაგალითად გახსოვთ, რომ საბერძნეთში 90-იან წლებში ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა, ახლა რომ შეხედო სტატისტიკას მეტი ბრუნდება, ვიდრე მიდის, ფაქტობრივად აღარ მიდიან საბერძნეთში საცხოვრებლად და ბევრი უკან ბრუნდება კიდეც. ამას აქვს მარტივი მიზეზი, რომ ავიღოთ ჩვენ 90-იანი წლების მონაცემები, არის მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, რითაც იანგარიშება რეალურად ის, თუ როგორი სხვაობაა მოსახლეობების სოციალურ მდგომარეობას შორის ამა თუ იმ ქვეყანაში. საბერძნეთი 90-იან წლებში გვისწრებდა 9-ჯერ. ასეთ პირობებში ფიზიკის კანონები მოქმედებს და ადამიანი მიდის საცხოვრებლად იმ ქვეყანაში, სადაც არის უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა და შესაბამისად სოციალური მდგომარეობა. 9-ჯერ გვისწრებდა, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები 1994-1995-1996 წლებში. დღეს ჩამორჩენა არის 2026 წლის იმავე სავალუტო ფონდის პროგნოზით არის 40 პროცენტი. 40 პროცენტი არის მინიმალური ჩამორჩენა, ასეთ პირობებში ინტერესი, რომ ადამიანი ადავიდეს საცხოვრებლად ერთი ქვეყნიდან მეორეში, პრაქტიკულად აღარ არსებობს ავიღოთ სხვა ქვეყნის მონაცემები 2012 წლის მაჩვენებლებს ავიღებ მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებს რომ გავყვეთ - გერმანია 2012 წელს გვისწრებდა 2,5-ჯერ მოსახლეობის სოციალური დონით, საფრანგეთი გვისწრებდა 4-ჯერ და საბერძნეთი ჯერ კიდევ გვისწრებდა 2,5-ჯერ. 2026 წლის პროგნოზით უკვე ამ წლის ბოლოსთვის, გერმანიასთან ჩამორჩენა იქნება დაახლოებით ორმაგი, ასევე საფრანგეთთანაც ორმაგი, საბერძნეთთან ჩამორჩენა იქნება 40 პროცენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა პროცესები, ასევე ჩვენ ფარდობითად სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ვაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას 2012 წლიდან და განსაკუთრებით 2020 წლიდან. საქართველო თუ იყო სადღაც მეასე ადგილზე 2012 წელს ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლით, მთავარი განმსაზღვრელი მაჩვენებლით, დღეს ვართ დაახლოებით 70-ე ადგილზე. 30 ადგილით გავიუმჯობესეთ მდგომარეობა სხვა ქვეყნებთან მიმართებით. მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. თქვენ იცით, რომ 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა, რაშიც ინფლაცია არ შედის, იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს, ეს არის პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი. ამ მაჩვენებლებით, მათ შორის წლევანდელი მაჩვენებლით საქართველო არის ევროპაში პირველ ადგილზე ზრდის კუთხით. ასევე 2012 წელს რომ შევედაროთ და 2020 წელსაც ჩვენი ეკონომიკა 2012 წელს იყო 28 მილიარდი ლარი, 2020 წელს უკვე გახდა 50 მილიარდამდე. დღევანდელი მონაცემებით არის 104,6 მილიარდი ლარი. წელს ამ ტემპით გადასცდება ყველა შემთხვევაში 115 მილიარდ ლარს და 120 მილიარდ ლარს მიუახლოვდება“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.