ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თამთა მიქელაძე: „მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის,

ტვ პირველიქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორმა თამთა მიქელაძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში არსებულ მძიმე გამოცდილებებზე, წინა ხელისუფლების დროს არსებულ სისტემურ ძალადობასა და ბოლო წლებში გამოვლენილ საპოლიციო ძალადობაზე.

თამთა მიქელაძე: „მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის,
თამთა მიქელაძე: „მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის,POSTV

„ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების პენიტენციურ სისტემაში წინა მმართველობის დროს. ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა“, – განაცხადა “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორმა, თამთა მიქელაძემ, “tv პირველის” ეთერში.

მისი განცხადებით, “ქართული ოცნების” პირობებში, ციხეებში წამება ნამდვილად გადაილახა და პენიტენციურ დაწესებულებებში ისეთივე მოპყრობა აღარ ჩანს, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო.

“ჩვენ ვხედავდით, რომ ეს იყო რუტინული, ნორმალიზებული და ყოველდღიური და რაღაცნაირად ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვთქვით, რომ იგივე აღარ უნდა მომხდარიყო ციხეში, სახელმწიფოს იგივე არ უნდა გაეკეთებინა მოქალაქეების მიმართ, თუმცა, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ საპოლიციო ძალადობის მძიმე გამოცდილება.

“ქართული ოცნება” მუდმივად ცდილობს ხოლმე, რომ წინა მმართველობას გაემიჯნოს და თქვას, რომ მას რაღაცა ტიპის წითელი ხაზები აქვს ქცევაში, თუმცა წამების აკრძალვა, რომელიც თითქოს ასეთი წითელი ხაზი იყო, ციხეში, ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში. ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს,” – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების პენიტენციურ სისტემაში წინა მმართველობის დროს. ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა“
თამთა მიქელაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.