ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მიქელაძე: მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების, წინა მმართველობისას ეს იყო უფლებების მასობრივი დარღვევის პრაქტიკა - წამების აკრძალვა გადაილახა ბოლო წლებში, ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს

ტვ პირველიქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორის, თამთა მიქელაძის განცხადებით, წინა მმართველობის დროს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისა და წამების მძიმე გამოცდილება იყო, თუმცა ამჟამად ციხეებში მსგავსი მოპყრობა აღარ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საპოლიციო ძალადობის გამოცდილება დაფიქსირდა.

მიქელაძე: მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების, წინა მმართველობისას ეს იყო უფლებების მასობრივი დარღვევის პრაქტიკა - წამების აკრძალვა გადაილახა ბოლო წლებში, ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს
მიქელაძე: მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების, წინა მმართველობისას ეს იყო უფლებების მასობრივი დარღვევის პრაქტიკა - წამების აკრძალვა გადაილახა ბოლო წლებში, ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანსრუსთავი 2

ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების პენიტენციურ სისტემაში წინა მმართველობის დროს. ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა, - ამის შესახებ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორმა, თამთა მიქელაძემ, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" პირობებში, ციხეებში წამება ნამდვილად გადაილახა და პენიტენციურ დაწესებულებებში ისეთივე მოპყრობა აღარ ჩანს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო.

"ჩვენ ვხედავდით, რომ ეს იყო რუტინული, ნორმალიზებული და ყოველდღიური და რაღაცნაირად ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვთქვით, რომ იგივე აღარ უნდა მომხდარიყო ციხეში, სახელმწიფოს იგივე არ უნდა გაეკეთებინა მოქალაქეების მიმართ, თუმცა, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ საპოლიციო ძალადობის მძიმე გამოცდილება.

"ქართული ოცნება" მუდმივად ცდილობს ხოლმე, რომ წინა მმართველობას გაემიჯნოს და თქვას, რომ მას რაღაცა ტიპის წითელი ხაზები აქვს ქცევაში, თუმცა წამების აკრძალვა, რომელიც თითქოს ასეთი წითელი ხაზი იყო, ციხეში, ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში. ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს," - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვხედავდით, რომ ეს იყო რუტინული, ნორმალიზებული და ყოველდღიური და რაღაცნაირად ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვთქვით, რომ იგივე აღარ უნდა მომხდარიყო ციხეში, სახელმწიფოს იგივე არ უნდა გაეკეთებინა მოქალაქეების მიმართ, თუმცა, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ საპოლიციო ძალადობის მძიმე გამოცდილება.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მუდმივად ცდილობს ხოლმე, რომ წინა მმართველობას გაემიჯნოს და თქვას, რომ მას რაღაცა ტიპის წითელი ხაზები აქვს ქცევაში, თუმცა წამების აკრძალვა, რომელიც თითქოს ასეთი წითელი ხაზი იყო, ციხეში, ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში. ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს,“
თამთა მიქელაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.