ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიქელაძე ციხეში შემოწმების პროცედურებს განმარტავს და ასახელებს კითხვებს, რომლებსაც გამოძიებამ უნდა უპასუხოს

ქართული ოცნება

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა პირადი შემოწმების პროცედურებს განმარტავს და გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიებისთვის პასუხგასაცემ კითხვებს ასახელებს.

მიქელაძე ციხეში შემოწმების პროცედურებს განმარტავს და ასახელებს კითხვებს, რომლებსაც გამოძიებამ უნდა უპასუხოს
მიქელაძე ციხეში შემოწმების პროცედურებს განმარტავს და ასახელებს კითხვებს, რომლებსაც გამოძიებამ უნდა უპასუხოსნეტგაზეთი

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი“ თამთა მიქელაძე შესაბამის დებულებაზე დაყრდნობით განმარტავს როგორ ხდება პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება.

მიქელაძის თქმით, პირველი მნიშვნელოვანი პრინციპი, რაც დადგენილებაში წერია ისაა, რომ შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი ფორმით.

„დებულება ერთმანეთისგან განასხვავებს პირად არასრულ და პირად სრულ შემოწმებას:

არასრული პირადი შემოწმებისას ხდება ადამიანის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება, მაგრამ მისი გახდის გარეშე. ასეთი შემოწმება, მაგალითად, ტარდება სხვადასხვა პროცედურის წინ და შემდეგ, სხვა საკანში გადაყვანისას, აბაზანაში გაყვანისას და სხვა დადგენილ შემთხვევებში.

სრული პირადი შემოწმება უკვე უფრო ინტენსიური ჩარევაა. ის, მათ შორის, ტარდება დაწესებულებაში მიღებისას, დაწესებულებიდან გაგზავნისას, სამარტოო საკანში მოთავსებისას, ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ და სხვა დადგენილ შემთხვევებში“.

მიქელაძე წერს, რომ თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს, სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით და მსჯავრდებულს წინასწარ უნდა მიეცეს შემოწმების საშუალების არჩევის შესაძლებლობა.

„სხვა მეთოდზე გადასვლა დასაშვებია მხოლოდ დადგენილი წინაპირობების არსებობისას, მათ შორის, როდესაც სკანერი აფიქსირებს აკრძალულ ნივთს ან არსებობს კონკრეტული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირს აკრძალული ნივთი სხეულზე ან სხეულში აქვს. ანუ შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას“, – წერს მიქელაძე.

რაც შეეხება სრული შემოწმების წესს, რომელიც მიქელაძის შეფასებით, საკმაოდ კონკრეტულადაა გაწერილი:

„მოწმდება სხეული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და, არსებობის შემთხვევაში, პროთეზი. უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ შეიძლება სხეულის შესაბამისი ნაწილების გახდაც, მაგრამ დებულება პირდაპირ ადგენს, რომ პირის სრული გაშიშვლება დაუშვებელია. ასევე განსაზღვრულია სხეულის ის ადგილები, რომლებიც შეიძლება შემოწმდეს, მათ შორის თითებს შორის სივრცეები, ტერფები, ხელის მტევნები, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ და ცხვირის ნესტოები; ასევე მოწმდება თმა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

დებულების მიხედვით, შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით. ასეთი შემოწმება დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირის სხეულში აკრძალული ნივთია. იგი უნდა ჩატარდეს იზოლირებულ ოთახში.

ანუ ბადრაგის ან დაწესებულების სხვა თანამშრომლების მიერ სხეულის ღრუში ხელით შეღწევა წარმოადგენს დებულების პირდაპირ დარღვევას“, – წერს უფლებადამცველი.

გარდა ამისა, იურისტის განცხადებით, პირადი სრული შემოწმების დროს ელექტრონული მონიტორინგით დაკვირვება, ზოგადი წესით, დაუშვებელია.

„შინაგანი შემოწმების შემთხვევაში წესები კიდევ უფრო მკაცრია: კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის არსებობის შემთხვევაშიც, კამერის ხედვის არეში შესამოწმებელი პირის სხეული არ უნდა მოხვდეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დებულების მიხედვით, პირადი შემოწმების შესახებ უნდა შედგეს ოქმი და მასში უნდა აისახოს როგორც შემოწმების საფუძველი და ინფორმაცია შემოწმების ჩამტარებელი პირების შესახებ, ისე მსჯავრდებულის პრეტენზიები. შემოწმების შესახებ ინფორმაცია ასევე უნდა აისახოს საკნის ბარათში, მათ შორის, შემოწმების ჩამტარებელი პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით“, – წერს მიქელაძე.

უფლებადამცველი განმარტავს, რომ შინაგანი შემოწმება ვერ ჩაითვლება უბრალოდ სრული პირადი შემოწმების ჩვეულებრივ გაგრძელებად, რომელიც თანამშრომელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია განახორციელოს.

მიქელაძის განცხადებით, შემოწმების ზემოთგანსაზღვრული პროცედურის გათვალისწინებით, გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიებამ ისეთ კითხვებს უნდა უპასუხოს, როგორიცაა:

რა საფუძვლით დაიწყო შემოწმება;

რა ტიპის შემოწმება ჩატარდა;

რატომ გამოიყენეს ფიზიკური ძალა;

რამდენი თანამშრომელი მონაწილეობდა;

არსებობდა თუ არა შინაგანი შემოწმების სამართლებრივი საფუძველი;

ვინ ჩაატარა იგი;

სად ჩატარდა;

რას იღებდა კამერა;

და რა ჩაიწერა შემოწმების ოქმში.

მიქელაძე აღნიშნავს, რომ გიორგი დავითაძის შემთხვევა „არის მგონი პირველი შემთხვევა, როცა ადამიანი ღიად ლაპარაკობს ასეთ გამოცდილებაზე და ეს ციხის სუბკულტურაში გამოიწვევს ძალიან მძიმე რეაქციებს“.

„ამის შესახებ ოჯახმა უკვე ილაპარაკა. მათ შორის იმ ფონზე, როცა პატიმართა არაფორმალურ იერარქიებზე და პატიმართა შორის ძალადობაზე ბევრი იწერება სახალხო დამცველის ანგარიშებშიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, მისი პირადი სტრესის მართვა და სწორი ზომების მიღება. იმედია, სახალხო დამცველი გაუგებარი განცხადებების მიუხედავად, საქმის მჭიდრო ზედამხედველობას გააგრძელებს“, – წერს უფლებადამცველი.

იხილეთ ასევე:

ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს – იოსელიანი დავითაძეზე;

რა (არ) თქვა პაატა სალიამ გიორგი დავითაძის საქმეზე

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი“
თამთა მიქელაძე
„სხვა მეთოდზე გადასვლა დასაშვებია მხოლოდ დადგენილი წინაპირობების არსებობისას, მათ შორის, როდესაც სკანერი აფიქსირებს აკრძალულ ნივთს ან არსებობს კონკრეტული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირს აკრძალული ნივთი სხეულზე ან სხეულში აქვს. ანუ შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას“
თამთა მიქელაძე
„შინაგანი შემოწმების შემთხვევაში წესები კიდევ უფრო მკაცრია: კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის არსებობის შემთხვევაშიც, კამერის ხედვის არეში შესამოწმებელი პირის სხეული არ უნდა მოხვდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დებულების მიხედვით, პირადი შემოწმების შესახებ უნდა შედგეს ოქმი და მასში უნდა აისახოს როგორც შემოწმების საფუძველი და ინფორმაცია შემოწმების ჩამტარებელი პირების შესახებ, ისე მსჯავრდებულის პრეტენზიები. შემოწმების შესახებ ინფორმაცია ასევე უნდა აისახოს საკნის ბარათში, მათ შორის, შემოწმების ჩამტარებელი პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით“
თამთა მიქელაძე
„არის მგონი პირველი შემთხვევა, როცა ადამიანი ღიად ლაპარაკობს ასეთ გამოცდილებაზე და ეს ციხის სუბკულტურაში გამოიწვევს ძალიან მძიმე რეაქციებს“
თამთა მიქელაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია“ – პროკურატურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები