თუშეთის გზაზე თოვისა და ლიპყინულის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა - გზების დეპარტამენტის გაფრთხილება
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა.

ინტენსიური თოვისა და მოსალოდნელი ლიპყინულის წარმოქმნის გამო, თუშეთის მიმართულებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თუშეთის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის პირობები შემდეგნაირად შეითზღუდა:
კმ39–კმ45 მონაკვეთზე (აბანოს უღელტეხილის ზონა): დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
კმ12–კმ38 და კმ46–კმ72 მონაკვეთებზე: დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
კმ1–კმ12 მონაკვეთზე: ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, თუშეთის მიმართულებით გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, იმოძრაონ შესაბამისად აღჭურვილი ტრანსპორტით და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ფშაველი-აბანო-ომალოს გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
- ტაბულაინტენსიური თოვის გამო თუშეთის გზის მონაკვეთებზე მოძრაობა იზღუდება - გზების დეპარტამენტი
- ფორმულაინტენსიური თოვის გამო თუშეთის გზის მონაკვეთებზე მოძრაობა იზღუდება
- რუსთავი 2ფშაველი-აბანო-ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- ინტერპრესნიუსიფშაველი-აბანო-ომალოს გარკვეულ მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…