ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი დავითაძის საქმეზე: "უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა, მაგრამ მძიმე ბრალდებას ძალიან

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეს და ოპოზიციის ქმედებებს. მისი თქმით, ოპოზიცია წლებია ცდილობს რევოლუციური განწყობების შექმნას და სკანდალების გამოყენებას, თუმცა უმძიმეს ბრალდებებს მტკიცებულებები სჭირდება, საზოგადოება კი ბრალდებასა და ფაქტს ერთმანეთისგან არჩევს.

ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი დავითაძის საქმეზე: "უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა, მაგრამ მძიმე ბრალდებას ძალიან
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი დავითაძის საქმეზე: "უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა, მაგრამ მძიმე ბრალდებას ძალიანPOSTV

“ოპოზიცია და მათი ტელევიზიები უკვე 14 წელია ერთი და იგივე კერძს, სახელად “რევოლუციას”, ხარშავენ, თუმცა ყოველ ჯერზე საკუთარ რიგებში პოლიტიკურ აჯაფსანდალს იღებენ”, – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მეტრეველი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ირგვლივ ატეხილ ამბავს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მძიმე ბრალდებებს მტკიცებულება სჭირდება.

მისი თქმით, საზოგადოება ბრალდებასა და დადასტურებულ ფაქტს ერთმანეთისგან კარგად არჩევს.

“რატომ არ გამოსდით რევოლუცია?

იმიტომ, რომ პოლიტიკაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, შედეგს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის, რისგანაც ამ შედეგის მიღებას ცდილობ და აქ მუდამ გენიალური ლევან გოთუას “გმირთა ვარამიდან” ერთი ფრაზა მახსენდება: “იცოდე, რომ კეთილი საქმე ცუდი გზით არ გაკეთდება, ისევე როგორც კრაზანის თაფლიდან არ იქნების წმინდა სანთელი! არა!”.

წლებია იცვლება მხოლოდ ინგრედიენტები. ხან ერთი სკანდალი, ხან მეორე ბრალდება, ხან მესამე ტრაგედია. მაგრამ რეცეპტი უცვლელია: მაქსიმალური ემოციური ფონი, პოლიტიკური დაძაბულობა და მოლოდინი, რომ ამჯერად მაინც გამოვა ხალხი ქუჩაში.

გიორგი დავითაძის საქმეშიც იგივე მცდელობა ჩანს. უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა, მაგრამ მძიმე ბრალდებას ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებაც სჭირდება.

ამ კონტექსტში, არ შემიძლია არ გავიხსენო სულ ცოტა ხნის წინ ლაზარე ჯორბენაძის ტრაგედიის გარშემოც ატეხილი უსაფუძვლო პოლიტიკური ხმაური. რამდენიმე დღის განმავლობაში თითქოს სხვა თემა აღარ არსებობდა. დღეს კი ის საბრალო ადამიანი უკვე საერთოდ გაქრა პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რადგან ახლა დავითაძის საქმეა არჩეული მორიგ მთავარ თემად.

მაგრამ საზოგადოება ბრალდებასა და დადასტურებულ ფაქტს ერთმანეთისგან კარგად არჩევს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ხმაური აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხი ავტომატურად ქუჩაში გამოვიდეს.

გავიმეორებ: ოპოზიცია საკუთარი ჭუჭყიანი ხელებით 14 წელია რევოლუციას ხარშავს, მაგრამ რევოლუციის ნაცვლად კვლავ და კვლავ პოლიტიკური აჯაფსანდალი გამოსდით. და მიზეზიც ძალიან მარტივია: კრაზანების სკიდან თაფლი არ გამოდის, ისევე, როგორც ბოროტი საწყისიდან კარგი შედეგის მიღება ვერ ხდება”, – წერს მეტრეველი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოპოზიცია და მათი ტელევიზიები უკვე 14 წელია ერთი და იგივე კერძს, სახელად “რევოლუციას”, ხარშავენ, თუმცა ყოველ ჯერზე საკუთარ რიგებში პოლიტიკურ აჯაფსანდალს იღებენ“
ნიკოლოზ მეტრეველი
„რატომ არ გამოსდით რევოლუცია? იმიტომ, რომ პოლიტიკაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, შედეგს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის, რისგანაც ამ შედეგის მიღებას ცდილობ და აქ მუდამ გენიალური ლევან გოთუას “გმირთა ვარამიდან” ერთი ფრაზა მახსენდება: “იცოდე, რომ კეთილი საქმე ცუდი გზით არ გაკეთდება, ისევე როგორც კრაზანის თაფლიდან არ იქნების წმინდა სანთელი! არა!”. წლებია იცვლება მხოლოდ ინგრედიენტები. ხან ერთი სკანდალი, ხან მეორე ბრალდება, ხან მესამე ტრაგედია. მაგრამ რეცეპტი უცვლელია: მაქსიმალური ემოციური ფონი, პოლიტიკური დაძაბულობა და მოლოდინი, რომ ამჯერად მაინც გამოვა ხალხი ქუჩაში. გიორგი დავითაძის საქმეშიც იგივე მცდელობა ჩანს. უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა, მაგრამ მძიმე ბრალდებას ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებაც სჭირდება. ამ კონტექსტში, არ შემიძლია არ გავიხსენო სულ ცოტა ხნის წინ ლაზარე ჯორბენაძის ტრაგედიის გარშემოც ატეხილი უსაფუძვლო პოლიტიკური ხმაური. რამდენიმე დღის განმავლობაში თითქოს სხვა თემა აღარ არსებობდა. დღეს კი ის საბრალო ადამიანი უკვე საერთოდ გაქრა პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რადგან ახლა დავითაძის საქმეა არჩეული მორიგ მთავარ თემად. მაგრამ საზოგადოება ბრალდებასა და დადასტურებულ ფაქტს ერთმანეთისგან კარგად არჩევს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ხმაური აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხი ავტომატურად ქუჩაში გამოვიდეს. გავიმეორებ: ოპოზიცია საკუთარი ჭუჭყიანი ხელებით 14 წელია რევოლუციას ხარშავს, მაგრამ რევოლუციის ნაცვლად კვლავ და კვლავ პოლიტიკური აჯაფსანდალი გამოსდით. და მიზეზიც ძალიან მარტივია: კრაზანების სკიდან თაფლი არ გამოდის, ისევე, როგორც ბოროტი საწყისიდან კარგი შედეგის მიღება ვერ ხდება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.