ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პუტინის განკარგულებით რამზან კადიროვს არმიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს არმიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა. ახალი წოდების სამხრეები და სპეცდანიშნულების ძალების ბერეტი კადიროვს რუსეთის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა ვიქტორ ზოლოტოვმა გროზნოში გადასცა.

პუტინის განკარგულებით რამზან კადიროვს არმიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა
პუტინის განკარგულებით რამზან კადიროვს არმიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭატაბულა

ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს არმიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა. რუსეთის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელის, ვიქტორ ზოლოტოვის განცხადებით, შესაბამის განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი.

3 ოქტომბერს გროზნოში ზოლოტოვმა კადიროვს ახალი წოდების სამხრეები და მუქი წითელი ფერის ბერეტი გადასცა, რომელიც რუსეთის ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების ძალების განმასხვავებელი ნიშანია.

კადიროვმა გენერალ-ლეიტენანტის წოდება 2022 წლის მარტში მიიღო, იმავე წლის ოქტომბერში კი განაცხადა, რომ პუტინმა გენერალ-პოლკოვნიკად დააწინაურა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.