მედია - ესპანეთში ბარის შენობის ჩამონგრევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
ესპანეთში, ლა-რიოხას პროვინციაში, ბარი Tempranillo-ს შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ესპანეთში ბარის ჩამონგრევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დილით, ესპანეთის ლა-რიოხას პროვინციაში ბარი Tempranillo-ს შენობა ჩამოინგრა.
მედიის ცნობით, ჯერ შენობის იატაკი, ხოლო შემდეგ ჭერი ჩაინგრა.
შემთხვევის მომენტში შენობაში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ადამიანები ნანგრევებიდან გამოიყვანეს.
დაშავებულთაგან ერთს მოტეხილობა, ხოლო დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
პოლიციამ ბარის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.