ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ალექსეი გონჩარენკო: "ახლა რეალობა ასეთია, ჩვენ ომს ვაგებთ, ვკარგავთ უამრავ ადამიანს, არ გვაქვს საკუთარი

პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ უკრაინის ომში არსებულ ვითარებაზე და დასრულების ხედვაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, უკრაინა ომს აგებს და საჭიროა რუსეთთან ეტაპობრივი მოლაპარაკებები, სანქციების საკითხის გამოყენება და კომპრომისები. პარტიამ „ევროპულმა სოლიდარობამ“ საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მშვიდობა კაპიტულაციას არ უნდა ნიშნავდეს.

ალექსეი გონჩარენკო: "ახლა რეალობა ასეთია, ჩვენ ომს ვაგებთ, ვკარგავთ უამრავ ადამიანს, არ გვაქვს საკუთარი
ალექსეი გონჩარენკო: "ახლა რეალობა ასეთია, ჩვენ ომს ვაგებთ, ვკარგავთ უამრავ ადამიანს, არ გვაქვს საკუთარიPOSTV

პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ომის დასრულების საკუთარი ხედვა გამოაქვეყნა და უკრაინის ომში დამარცხების მიზეზით, რუსეთთან „ყველაფერზე შეთანხმებისკენ“ მოუწოდა. თავის მხრივ, „ევროპულმა სოლიდარობამ“ განცხადება გავრცელა, რომ უკრაინისთვის მშვიდობა კაპიტულაციას არ უნდა ნიშნავდეს.

„ახლა რეალობა ასეთია: ჩვენ ომს ვაგებთ, ვკარგავთ უამრავ ადამიანს, არ გვაქვს საკუთარი ფული არა მხოლოდ ომის წარმოებისთვის, არამედ ქვეყნის ფუნქციონირებისთვისაც კი, ვკარგავთ ბიზნესსა და ეკონომიკას (100 წლის განმავლობაში პირველად, ერთ კვირაში ერთი ტონა ფოლადიც კი ვერ ჩამოვასხით) და მართლაც, ყოველ ჯერზე პირობები, რომლებსაც ვღებულობთ, წინა პირობებზე უარესია“, – აღნიშნა დეპუტატმა.

გონჩარენკოს თქმით, დროა უკრაინა „რეალობას დაუბრუნდეს“ და „თვალი გაუსწოროს სიმართლეს“, რადგან, მისი მტკიცებით, „ფული ღირებულებებზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა“.

„თუ ჩვენი მოკავშირეებისთვის ფულია მნიშვნელოვანი, ხოლო ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებს ენერგორესურსებზე დაბალი ფასები სურთ, რუსეთს კი სანქციებს მაინც მოუხსნიან, იქნებ სულელურად არ მოვიქცეთ და ეს ვითარება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ? მაგალითად, თავად გამოვიდეთ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ინიციატივით, სანაცვლოდ კი მოვითხოვოთ შორ მანძილზე დარტყმების შეწყვეტა, შავი ზღვის განბლოკვა და საბრძოლო მოქმედებების მხოლოდ დონბასის ფრონტით შეზღუდვა“, – მიიჩნევს დეპუტატი.

გონჩარენკო მიიჩნევს, რომ საჭიროა „მოლაპარაკებები ყველა შესაძლო მიმართულებით“: „ომის დასრულებაზე პირდაპირ ვერ შევთანხმდებით, ამიტომ მოდით, ჯერ შედარებით მცირე საკითხებზე მოვილაპარაკოთ… როდესაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ შეთანხმებებს და მათ შესრულებას დავიწყებთ, ეტაპობრივად უფრო მასშტაბურ ნაბიჯებზე გადავალთ და, საბოლოოდ, მშვიდობასაც მივაღწევთ“.

დეპუტატის აზრით, უკრაინამ რუსეთს გარკვეული სიგნალები უნდა გაუგზავნოს – მაგალითად, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის გამოცხადებით.

მისი აზრით, შესაძლებელია ისტორიული მეხსიერების საკითხების გადააზრება, რაც ეხება „უცნობი ჯარისკაცის“ ძეგლების აღებას, რუსულ ენასა და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას.

გონჩარენკოს მიაჩნია, რომ ყველაზე რთული დონბასის თემა იქნება. დარტყმების შეწყვეტის შემდეგ კი, მისი ხედვით, შესაძლებელი გახდება შეთანხმება „ფრონტის ხაზის გაყინვაზე, ნეიტრალური ზონის შექმნაზე, როგორც რუსული, ისე უკრაინული ჯარების გაყვანასა და ამ ტერიტორიის გაეროს კონტროლქვეშ გადაცემაზე“.

„მცირედით უნდა დავიწყოთ და ეტაპობრივად მივიდეთ საბრძოლო მოქმედებების სრულ შეწყვეტამდე. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, რაც კი შესაძლებელი იყო: ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის დამარცხება, რუსეთს კი არ შეუძლია ჩვენი დამარცხება“, – დასძინა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახლა რეალობა ასეთია: ჩვენ ომს ვაგებთ, ვკარგავთ უამრავ ადამიანს, არ გვაქვს საკუთარი ფული არა მხოლოდ ომის წარმოებისთვის, არამედ ქვეყნის ფუნქციონირებისთვისაც კი, ვკარგავთ ბიზნესსა და ეკონომიკას (100 წლის განმავლობაში პირველად, ერთ კვირაში ერთი ტონა ფოლადიც კი ვერ ჩამოვასხით) და მართლაც, ყოველ ჯერზე პირობები, რომლებსაც ვღებულობთ, წინა პირობებზე უარესია“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„თუ ჩვენი მოკავშირეებისთვის ფულია მნიშვნელოვანი, ხოლო ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებს ენერგორესურსებზე დაბალი ფასები სურთ, რუსეთს კი სანქციებს მაინც მოუხსნიან, იქნებ სულელურად არ მოვიქცეთ და ეს ვითარება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ? მაგალითად, თავად გამოვიდეთ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ინიციატივით, სანაცვლოდ კი მოვითხოვოთ შორ მანძილზე დარტყმების შეწყვეტა, შავი ზღვის განბლოკვა და საბრძოლო მოქმედებების მხოლოდ დონბასის ფრონტით შეზღუდვა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მცირედით უნდა დავიწყოთ და ეტაპობრივად მივიდეთ საბრძოლო მოქმედებების სრულ შეწყვეტამდე. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, რაც კი შესაძლებელი იყო: ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის დამარცხება, რუსეთს კი არ შეუძლია ჩვენი დამარცხება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ფული ღირებულებებზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა“
ალექსეი გონჩარენკო
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.